All articles

VR – მხოლოდგეიმინგისთვის? ამმითს Vision Pro-ით ვამსხვრევთ

August 7, 2023

კომპანია Apple-მა, რომელიც ცნობილია თავისი ინოვაციებით, ცოტა ხნის წინ წარმოადგინა თავისი ახალი მოწყობილობა სახელწოდებით Vision Pro. ამ სტატიაში, UX დეპარტამენტის მენეჯერი Coherent Solutions Lithuania-დან, ალექსეი ნოვიკი, მოგვითხრობს აღნიშნული მოწყობილობის გამოყენების პოტენციურ დარგებზე. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად, გირჩევთ უყუროთ Apple-ის პრეზენტაციას.

თუ გაინტერესებთ უფრო ტექნიკური დეტალები, გაეცანით ალექსეის დეტალურ ანალიზს მის გვერდზე.

Vision Pro   მოიცავს დიზაინს და მოწინავე ტექნოლოგიას, რითაც უზრუნველყოფს კომფორტულ გრძელვადიან გამოყენებას. მაღალი ხარისხის დისპლეიები უზრუნველყოფენ ვიზუალიზაციას, რომელსაც ავსებს iPad-ისა და iPhone-ის მომხმარებლებისთვის ნაცნობი LiDAR სენსორი გარემოს სიღრმის ზუსტი ამოცნობისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ Apple არ მიუთითებს ამ მოწყობილობის რეალობის  კონკრეტულ ტიპს, ალექსეი თვლის, რომ Vision Pro მიეკუთვნება შერეული რეალობის (MR) კატეგორიას. ის აერთიანებს ვირტუალური რეალობის (VR) და დამატებითი რეალობის (AR) ელემენტებს, რაც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს ერთდროულად ურთიერთიმოქმედონ და აღიქვან როგორც ვირტუალური, ისე რეალური გარემო.

მიუხედავად იმისა, რომ ვირტუალური რეალობის მოწყობილობები ძირითადად ასოცირდება თამაშებთან და გართობასთან, Apple-ი ხედავს Vision Pro-ს, როგორც მოწყობილობას, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ჩვენი ყოველდღიური გადჯეტები, პერსონალური კომპიუტერით დაწყებული, ნოუთბუკებით, პლანშეტებითა და ტელეფონებით დამთავრებული. მოწყობილობას შეუძლია ტრანსფორმაციული ცვლილებები შეიტანოს რამდენიმე სხვა დარგში. ალექსეიმა გამოიკვლია რამდენიმე საინტერესო შესაძლებლობა:

სწავლა და განათლება

Vision Pro-ს შეუძლია პოტენციურად შეცვალოს სწავლების პროცესი ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებით.

სწავლებისას Vision Pro გამოირჩევა ორ ძირითად დარგში. პირველი, მაღალი გარჩევადობის გამოსახულება და რეალისტური მოდელები აახლოებს პროცესს რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან. მეორე, ზუსტი და ინტუიციური ურთიერთქმედება ხელს უწყობს მოტორული მეხსიერების ვარჯიშს და პრაქტიკას შეცდომების გარეშე. გამოსახულების ხარისხმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ციფრული წიგნების გამოყენებაზეც კი.

მოწყობილობა შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალისტური სცენარების სიმულაციისთვის, რაც საშუალებას აძლევს სტუდენტებს ივარჯიშონ რთული პროცედურების, სამედიცინო ოპერაციების შესრულებაში ან თუნდაც ისტორიული მოვლენების კვლევაში.

არქიტექტურა და დიზაინი

არქიტექტორებს და დიზაინერებს შეუძლიათ დიდი სარგებლობა მიიღონ ამ ტექნოლოგიისგან.

მოწყობილობა ადვილად შეიძლება დაუკავშირდეს თქვენს ნოუთბუქს, რაც უზრუნველყოფს CAD-მოდელების რეალურ დროში განახლებებს. ქიმიურმა და ფიზიკურმა სიმულაციებმა ასევე შეიძლება მიაღწიონ ჩაღრმავების ახალ დონეებს, განსაკუთრებით გარე გამოთვლითი რესურსების გამოყენების შესაძლებლობით.

ჯანმრთელობა და თერაპია

Vision Pro შეიძლება გამოყენებულ იქნას ტკივილის სამართავად, შფოთვის შესამცირებლად და ფობიების სამკურნალოდ იმერსიული და კონტროლირებადი გარემოს შექმნით.

ამ მოწყობილობას აქვს შესაძლებლობა შეუფერხებლად გადაიტანოს მომხმარებლები ფიზიკური სივრციდან ვირტუალურ გარემოში სივრცითი ბგერების თანხლებით, რაც ქმნის შესაძლებლობებს სამედიტაციო და სარელაქსაციო პრაქტიკებისთვის.

ვირტუალური მოგზაურობა და ტურიზმი

მოგზაურობის მოყვარულებს შეუძლიათ ამ მოწყობილობის საშუალებით გაემგზავრონ ვირტუალურ ტურში, რა დროსაც ჰქონდეთ ძიების და თავგადასავლების რეალისტური შეგრძნება. ასეთი ექსკურსიები ღირსშესანიშნაობების ადგილებში, ისტორიულ ადგილებსა და ბუნების საოცრებებზე ხელმისაწვდომი იქნება მათთვის, ვისაც ფიზიკურად არ შეუძლია მოგზაურობა.

რეალური ადგილების შექმნის პროცესის გარდა, რომელიც დიდ რესურსებს მოითხოვს, ალექსეი ასევე აღნიშნავს:

– Vision Pro- შეუძლია გააადვილოს 3D ბინების წინასწარი დათვალიერება ისეთი პლატფორმებისთვის, როგორიცაა AirBnB და Booking. მოწყობილობას შეუძლია გააუმჯობესოს უძრავი ქონების სფერო. თუმცა, დინამიური ვირტუალური მოგზაურობები ჯერ კიდევ განვითარების ადრეულ ეტაპზეა.

დისტანციური თანამშრომლობა

ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიებით დისტანციური მუშაობა ახალ განზომილებას იძენს. პროფესიონალებს სხვადასხვა ადგილიდან შეუძლიათ შეიკრიბონ ვირტუალურ სივრცეებში, გაცვალონ იდეები და იმუშაონ პროექტებზე ისე, თითქოს ფიზიკურად ახლოს იყვნენ:

ვირტუალურმა მოდელებმა, რომლებსაც შეუძლიათ ემოციების გამოხატვა ინტეგრირებული IR კამერების საშუალებით, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე.

გსურთ უფრო ღრმად ჩასწვდეთ Vision Pro- ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს? მიჰყევით ჩვენი თანამოსაუბრის განხილვის რო-ვერსიის ბმულს.