ISsoft არის თავის საქმეზე შეყვარებული ასობით სპეციალისტებისგან შემდგარი პროფესიონალთა გუნდი. ჩვენ ყოველთვის მოხარულები ვიქნებით, მივიღოთ ახალი კოლეგები ჩვენს წრეში, გავუზიაროთ მათ ჩვენი ცოდნა და გამოცდილება და, თავის მხრივ, მათგანაც ვისწავლოთ.

პროექტების გუნდები შედგებიან სხვადასხვა სპეციალისტებისგან: დეველოპერები, ტესტერები, ანალიტიკოსები, დიზაინერები. გუნდში არის ყველანაირი წინაპირობა კარგი მუშაობისთვისა და რეგულარული ურთიერთობებისთვის.
პროექტის გუნდის ურთიერთობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სამუშაო საკითხებით. ჩვენს კომპანიაში მუდმივად ტარდება პროექტის გუნდის თიმბილდინგები - საღამოს ბარებში სიარულიდან დაწყებული რამდენიმედღიანი ჯომარდობებით დამთავრებული.
ISsoft-ში მუშაობენ სხვადასხვა ინტერესების მქონე, ენთუზიაზმით სავსე ადამიანები, რომლებთან ურთიერთობა სასიამოვნოა არამარტო სამუშო საკითხებზე. დამწყებები მალე პოულობენ მეგობრებს თავიანთ გუნდებში.

ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება, უფასოდ შეუკვეთონ საჭმელი ოფისში. საკმარისია, უბრალოდ, ერთი ან რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთოთ მენიუდან კერძი და ის დაგხვდებათ თქვენ მიერ არჩეულ სამზარეულოში. მენიუში ყოველდღიურად არის მრავალფეროვანი სალათები, სუპები და ცხელი კერძები.
კომპანია თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს უნაზღაურებს გარკვეული თანხების ფარგლებში.
პროფესიის შეცვლა, პროგრამირების ახალი ენის ათვისება, ცოდნის სისტემატიზირება აქტუალური ტექნოლოგიების მიხედვით – ეს არის სულ მცირე ჩამონათვალი იმისა, რითაც ISsoft-ის ტრენინგ-ცენტრი ეხმარება თავის თანამშრომლებს.
ISsoft-ის თანამშრომლებს შეუძლიათ, შეისწავლონ ინგლისური და ქართული ენები უფასო კორპორატიულ კურსებზე. მეცადინეობა წარიმართება უცხო ენის სხვადასხვა დონის პროგრამების მეშვეობით გამოცდილი სპეციალისტების მიერ.
იმართება სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ: კორპორატიულები და ჯგუფური თიმბილდინგები, კინოჩვენებები ოფისში, ქვიზები, ჯომარდობები და ექსკურსიები.
გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ საქართველოში ყველა თანამშრომელი იღებს წვდომას დამატებით ბონუს პაკეტზე. მის ფარგლებში კომპანია ნაწილობრივ ანაზღაურებს სპორტულ აქტივობებს, ასევე გატაცებებსა და ტრენინგებს, მათ შორის, იმასაც, რაც არ არის დაკავშირებული თქვენს პროფესიასთან.
ISsoft სპორტული კომპანიაა
ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს თანამშრომლებზე და ვთავაზობთ კომფორტულ და კეთილმოწყობილ ოთახებს სამუშაოდ. ჩვენი ოფისები მუდმივად ფართოვდება, ახლდება და სრულყოფილად ინახება.
სამუშაო და მოსასვენებელი სივრცეები
ჩვენი სამუშო მოითხოვს კრეატიულობასა და შემოქმედებითობას. იმისთვის, რომ ახალი იდეა დაიბადოს, ხშირად სიმშვიდე და მარტოობაა საჭირო. ამის შემდეგ კი უკვე კარგი იქნება მისი ხმაურიანად განხილვა კოლეგებთან. ამ ყველაფრისთვის ISsoft-ის ოფისებში არის: მყუდრო წყნარი კუთხეები და ფართო შეხვედრების ოთახები; ასევე სრულად აღჭურვილი სამზარეულოები, სათამაშო ოთახები, ტერასები შესანიშნავი ხედებით და მრავალი სხვა.
პირადი და საერთო სივრცეები
ISsoft-ის ოფისებში თითოეული თანამშრომლისთვის გამოყოფილია პერსონალური სივრცე. როგორც წესი, ოფისი იყოფა პატარა ოთახებად, ხოლო open space ოთახები შექმნილია ისე, რომ უზრუნველყოს მაქსიმალური პირადი სივრცე ყველასთვის.
ოთახების განათება
ჩვენს კომპანიაში ყველა სამუშაო ადგილს აქვს ბუნებრივი განათება. ზოგი გამოირჩევა პანორამული ფანჯრებით, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი ქალაქზე. ჩვენი ოფისები ყოველთვის იდეალურად არის განათებული ერთნაირი ფერის და ტემპერატურის თანამედროვე, ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა ნათურებით. ნებისმიერ სამუშაო ადგილზე,თქვენ არ გექნებათ სანერვიულო არასაკმარის ან არასასიამოვნო განათებასთან დაკავშირებით.
ვენტილაცია და კონდიცირება
სამუშაო ადგილზე ყოველთვის შენარჩუნებულია კომფორტული ტემპერატურა და უზრუნველყოფილია სუფთა ჰაერის მუდმივი მიწოდება. ISsoft-ის ყველა ახალი ოფისი აღჭურვილია უახლესი სავენტილაციო სისტემებით, რომლებიც კარგად დაგეგმარებულ ინტერიერთან და მაღალ ჭერთან ერთად თანამშრომლებს საშუალებას აძლევს, დაივიწყონ ოფისში კლიმატისგან გამოწვეული დისკომფორტი.