ვაკანსიები

Ჩვენი პარტნიორები

სოციალური პაკეტი

უფასო სადილები

ყველა თანამშრომელს ეძლევა საშუალება, უფასოდ შეუკვეთონ საჭმელი ოფისში. საკმარისია, უბრალოდ, ერთი ან რამდენიმე დღით ადრე შეუკვეთოთ მენიუდან კერძი და ის დაგხვდებათ თქვენ მიერ არჩეულ სამზარეულოში. მენიუში ყოველდღიურად არის მრავალფეროვანი სალათები, სუპები და ცხელი კერძები.

სამედიცინო დაზღვევა

კომპანია თანამშრომლებსა და მათ ოჯახებს სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს უნაზღაურებს გარკვეული თანხების ფარგლებში.

ტრენინგ-ცენტრი

პროფესიის შეცვლა, პროგრამირების ახალი ენის ათვისება, ცოდნის სისტემატიზირება აქტუალური ტექნოლოგიების მიხედვით – ეს არის სულ მცირე ჩამონათვალი იმისა, რითაც ISsoft-ის ტრენინგ-ცენტრი ეხმარება თავის თანამშრომლებს.

ინგლისური და ქართული ენები

ISsoft-ის თანამშრომლებს შეუძლიათ, შეისწავლონ ინგლისური და ქართული ენები უფასო კორპორატიულ კურსებზე. მეცადინეობა წარიმართება უცხო ენის სხვადასხვა დონის პროგრამების მეშვეობით გამოცდილი სპეციალისტების მიერ.

კორპორატიული ღონისძიებები

იმართება სხვადასხვა მასშტაბის ღონისძიებები, როგორც ონლაინ, ისე ოფლაინ: კორპორატიულები და ჯგუფური თიმბილდინგები, კინოჩვენებები ოფისში, ქვიზები, ჯომარდობები და ექსკურსიები.

ჰობი, მეცადინეობები, სპორტი

გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ საქართველოში ყველა თანამშრომელი იღებს წვდომას დამატებით ბონუს პაკეტზე. მის ფარგლებში კომპანია ნაწილობრივ ანაზღაურებს სპორტულ აქტივობებს, ასევე გატაცებებსა და ტრენინგებს, მათ შორის, იმასაც, რაც არ არის დაკავშირებული თქვენს პროფესიასთან.

როგორ გავხდეთ ISsoft-ის თანამშრომელი?

Шаг 1

გამოაგზავნეთ რეზიუმე
თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ ჩვენს ნებისმიერ ვაკანსიას მოსახერხებელი ფორმის საშუალებით. თუ ვერ იპოვით შესაბამის ვაკანსიას, შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფორმა საიტზე ან მისამართზე job@issoft.ge, და ჩვენ დაგიკავშირდებით, როდესაც ვაკანსია ხელმისაწვდომი გახდება.

Шаг 2

გასაუბრება
ISsoft-ში გასაუბრება მიმდინარეობს არაფორმალურ გარემოში და გრძელდება საათი-საათნახევარი. გასაუბრებას ყოველთვის ესწრება მაღალი კვალიფიკაციის ტექნიკური სპეციალისტი და მენეჯერი, რომელსაც აქვს უფლება მიიღოს გადაწყვეტილება. გასაუბრების მერე აუცილებლად დაგიკავშირდებით და გაცნობებთ თქვენს შედეგს.

Шаг 3

შემოთავაზების მიღება
პირველ სამუშაო დღეს თქვენ შეგხვდებიან თანამშრომლებთან ურთიერთობის სპეციალისტები და დაგეხმარებიან ახალ სამუშაოსთან დაკავშირებული საკითხების გარკვევაში. თქვენი სამუშაო სივრცე დაგხვდებათ სრულ მზადყოფნაში, ახალი გუნდი კი მზად იქნება გასაცნობად და პროექტის საქმის კურსში ჩასაყენებლად.

შემოუერთდით ჩვენს გუნდს!
მოგვწერეთ. ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ!
გამოაგზავნეთ თქვენი CV აქ მომავალი ვაკანსიებისთვის