ნივთების ინტერნეტი

ჩვენი ექსპერტიზა

მობილური მოწყობილობები

ჩვენი ინოვაციები IoT სფეროში ეხმარება მობილური მოწყობილობების მწარმოებლებს, შექმნან მაღალმგრძნობიარე smart – გადაწყვეტილებები სირბილის, ცურვის, გოლფის, დაივინგისა და სპორტისა და ფიტნესის სხვა სახეობებისათვის. ასეთი საშუალებების გაფართოებული ფუნქციონალი მომხმარებლის პროგრესზე თვალყურის მიდევნების, მისი შენახვის, დაგეგმვისა და გაზიარების შესაძლებლობას იძლევა. ჩვენი დეველოპერები მუდმივად იკვლევენ ინოვაციათა დანერგვის ეფექტურ მეთოდებს მობილური მოწყობილობების ფუნქციონალში, მათ შორის:

  • გეოლოკაციასა და ნავიგაციას;
  • ჩაშენებულ საცავს მუსიკისთვის;
  • უკონტაქტო გადახდებს;
  • ვარჯიშის გეგმის მხარდაჭერას;
  • დღის განმავლობაში ჯანმრთელობის მონიტორინგს;
  • პულსის განსაზღვრის ფუნქციას.

დანადგარები რიცხობრივი პროგრამული მართვით

ტექნოლოგიების კომპლექსური შესწავლის შედეგად, ჩვენი დეველოპერები იყენებენ საკუთარ მოწინავე გამოცდილებას CNC დანადგარების პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისთვის. ჩვენი R&D მიდგომა ხელს უწყობს ინოვაციათა შესწავლასა და დანერგვას მანქანათმშენებლობისათვის განკუთვნილ პროგრამულ საშუალებებში, მათ შორის IIoT არქიტექტურის დაპროექტებას, კარიბჭეთა შემუშავებას, მონაცემთა დამუშავებასა და შენახვას ქლაუდ სერვისებში და ინსტრუმენტთა პანელების შექმნას IIoT-იზე დაყრდნობით.

ავტოპარკის მართვა

ISsoft-ის ინჟინერები ნერგავენ ინოვაციებს ავტოპარკის მართვის პროცესში, რაც მას მეტად ეფექტურსა და უსაფრთხოს ხდის. ჩვენს ლაბორატორიებში შევისწავლით, თუ როგორ აადვილებს აპლიკაციებში ინტეგრირებული IoT ტექნოლოგიები ტრანსპორტისათვის თვალყურის დევნებას რეალურ დროში და უზრუნველყოფს სასარგებლო ინფორმაციის მოპოვებას დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისათვის. კვლევების საკმაო გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით ავტოპარკის მართვისათვის განკუთვნილ გაფართოებული ფუნქციონალის მქონე პროგრამულ უზრუნველყოფას. ზოგიერთი ინტეგრირებული ფუნქცია მოიცავს:

  • მძღოლთა კონტროლს რეალურ დროში;
  • ავტომობილის ექსპლუატაციური მახასიათებლების მონიტორინგს;
  • მძღოლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოებას;
  • ანალიტიკური მოხსენებების გენერირებას;
  • ტექნიკური მომსახურების პრედიქტიულ ანალიზს;
  • დაზიანებათა შესახებ შეტყობინებას.

ტელემედიცინა

ჩვენი დეველოპერები ამოწმებენ და ნერგავენ ინოვაციებს IoT-აპლიკაციებში დისტანციური სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო პლატფორმებისათვის. ამ სფეროში ჩვენი ინოვაციები მიმართულია მონაცემთა შენახვისა და გაცვლის მეთოდთა გაუმჯობესებისაკენ, ასევე მოშორებულ რაიონებში მყოფ პაციენტებთან ხმოვანი და ვიდეოკონფერენციების სახით ურთიერთობის ახალი ფორმების უზრუნველყოფისაკენ. ჩვენი R&D შემუშავებები მოიცავს ისეთ გადაწყვეტილებებს ტელემედიცინის სფეროში, როგორიცაა:

  • დიაგნოსტიკა;
  • დისტანციური კარდიოთერაპია;
  • ორსულობის დისტანციური მართვა;
  • ხანდაზმულ პირთა დისტანციურ მზრუნველობა;
  • ფილტვების დისტანციურ გასინჯვა.

გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სისტემები

ჩვენი IoT-ინჟინერები შეიმუშავებენ smart-გადაწყვეტილებებს გათბობის, ვენტილაციისა და კონდიცირების სფეროში IoT მხარდაჭერით სახლის სამართავი სისტემებისთვის. ISsoft-ის R&D ლაბორატორიებში ჩვენი გუნდები ნერგავენ ინოვაციებს და ახდენენ გათბობისა და გაგრილების smart-ფუნქციების ინტეგრაციას ენერგომოთხოვნილების შემცირების მიზნით. სისტემათა მაქსიმალური ეფექტურობისათვის, ჩვენ ვიკვლევთ და ვნერგავთ კომპექსურ IoT ფუნქციონალს, მათ შორის:

  • რამდენიმე ტიპის სენსორის მონაცემთა კონტროლს;
  • ტემპერატურის რეგულირებას მომხმარებლის მიერ;
  • ინფორმაციის ნაკადის დაცვის მიზნით გამჭოლ დაშიფვრას;
  • წვდომის კონტროლს ტოკენების საფუძველზე;
  • მოწყობილობის მდგომარეობის მონიტორინგს;
  • განახლების კომფორტულ ფუნქციებს.

ჭკვიანი სახლი

R&D ლაბორატორიებში ჩვენ ვიკვლევთ და ვამუშავებთ პროგრამულ უზრუნველყოფებს ჭკვიანი სახლის ავტომატიზაციისთვის. ინტელექტუალური კონტროლის სენსორების, სერვერული პორტალების, სახლის ავტომატიზაციის სისტემებისა და შიდა ქსელის კომპონენტების შემუშავებისთვის ISsoft-ის გუნდი ყოველთვის ინოვაციურ მიდგომებს იყენებს. ჭკვიანი სახლის ზოგიერთი სისტემა, რომლებსაც ჩვენ ვიკვლევთ, მოიცავს:

  • სახლის უსაფრთხოება;
  • გათბობა და გაგრილება;
  • ელექტროქსელებში ძაბვის რეგულირება;
  • კონდიცირება და ვენტილაცია;
  • წვდომის კონტროლი.

IoT ინდუსტრიებში

წარმოება
  • კონტროლის ხარისხის გაუმჯობესება
  • მარაგის კომფორტული მართვა
  • პრედიქტიული ტექნიკური მომსახურება
  • ინტელექტუალური ანგარიში
  • ინტელექტუალური შეფუთვა
ენერგეტიკა
  • ენერგომოხმარების შემცირება
  • ოპერაციული კონტროლის გამუჯობესება
  • ჰაერის ვენტილაციის ინტელექტუალური სისტემა
  • დისტანციური მონიტორინგი და დიაგნოსტიკა
  • სისტემური მონაცემების შეგროვება
  • ქსელების მართვა
სოფლის მეურნეობა
  • მეცხოველეობის მონიტორინგის სისტემა
  • კლიმატური პირობების მონიტორინგი
  • სათბურების ავტომატიზაცია
  • სასოფლო-სამეურნეო კულტურების მონიტორინგი
  • ფერმის მართვის კომპლექსური სისტემები
ჯანდაცვა
  • პაციენტითა დისტანციური მონიტორინგი
  • ERP-სისტემების გაუმჯობესება
  • პროფილაქტიკური სამედიცინო მომსახურების ავტომატიზაცია
  • მედიკამენტების მიღების რეჟიმის დაცვა და აღრიცხვა
სპორტი და ფიტნესი
  • მოთამაშეების შესახებ მონაცემთა შეგროვების ინტელექტუალური სისტემა
  • რეაბილიტაციური გეგმების კორექტირება IoT ანალიტიკის გამოყენებით
  • ანალიტიკა გუნდის სტრატეგიის გასაუმჯობესებლად

IoT-ის ჩანერგვის ინოვაციური სტრატეგია

ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავება

ISsoft-ის ინჟინრები ქმნიან ეფექტურ ჩაშენებულ სისტემებს IoT ინფრასტრუქტურისთვის, აპარატული გადაწყვეტილებების, კონტროლერებისა და ჭკვიანი მოწყობილობების მახასიათებლებზე დაყრდნობით. ჩაშენებულ პროგრამულ უზრუნველყოფებში შემოწმებული ინოვაციების ჩასანერგად, ჩვენ მუდმივად ვატარებთ საკუთარ კვლევებსა და ექსპერიმენტებს. ჩვენი კვლევები მიზნად ისახავს ტექნიკის სენსორებს მოძრაობისა და ფიზიკური პროცესების აღქმის, ასევე მონაცემთა ქლაუდში ანალიზისთვის გადაცემის შესაძლებლობის შეფასებას.

firmware-ს და API-ს შემუშავება

ჩვენი IoT ინჟინრები ატარებენ კვლევას დაბალი დონის აპლიკაციის პროგრამირების ინტერფეისისა და ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფის შესაქმნელად IoT-გადაწყვეტილებებისთვის. კლიენტთა აპარატული უზრუნველყოფისთვის R&D-ში ჩვენი პრაქტიკისა და გამოცდილების გამოყენებით ჩვენ ვირჩევთ სწორ ბიბლიოთეკებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი მუშაობენ აუცილებელი ლიცენზიებითა და მოთხოვნებით. ჩვენი დეველოპერები იყენებენ COAP, SOAP და REST პროტოკოლებს DES, RSA და AES დაშიფვრით, რათა გაცვალონ მონაცემები მოწყობილობებს, სერვისებსა და აპლიკაციებს შორის.

IoT გეითვეიების შემუშავება

ISsoft ლაბორატორიებში ჩვენ ვქმნით ინოვაციურ გადაწყვეტილებებს IoT გეითვეისთვის, რომლებიც აკონტროლებენ, ინახავენ და გადასცემენ მონაცემებს ზღვრული სისტემებიდან ქლაუდში. კვლევის შედეგების მიხედვით, IoT-ინფრასტრუქტურის პროექტებისთვის ვირჩევთ შესაბამის ინტერფეისებსა და პროტოკოლებს. R&D-ის სფეროში ჩვენს გამოცდილებასა და პრაქტიკაზე დაყრდნობით, ვქმნით IoT გეითვეის გადაწყვეტილებებს ბაზისური და გაფართოებული ფუნქციებით, რომლებიც მოიცავს:

  • მოწყობილობების ავტომატურ აღმოჩენას, ვერიფიკაციასა და ავტორიზაციას;
  • სანდო დაშიფვრასა და მომხმარებლის ავთენტიფიკაციას;
  • მონაცემთა გეითვეიზე შენახვას;
  • პერიფერიულ გამოთვლებს;
  • მონაცემთა ფილტრაციას;
  • მონაცემთა დამუშავების კონფიგურირებად წესებს;
  • ანალიტიკას.

ქლაუდ სერვერის განთავსება

ჩვენი კლიენტებისთვის ქლაუდ IoT გადაწყვეტილებების შესწავლით და შემუშავებით, ISsoft-ის ინჟინრები ეხმარებიან მათ ინტელექტუალური ობიექტების დამუშავების, მართვის და ავტომატიზაციის უზრუნველყოფაში IoT ინფრასტრუქტურის ფარგლებში. IoT-ისთვის კლიენტთა ქლაუდ არქიტექტურის პროექტირებისთვის, შექმნისთვისა და განთავსებისთვის ჩვენ ვიყენებთ Amazon Web Services და Microsoft Azure-ს. R&D მეთოდების გამოყენებით, ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ ის დააკმაყოფილებს მომხმარებლებისა და ინდუსტრიის შემდეგ სტანდარტებს: მასშტაბირებადობას, საიმედოობას, დაკავშირებადობას, უსაფრთხოებას და ა.შ.

ტექნოლოგიათა ნაკრები

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ