ინოვაციის კულტურა

ერთ ადგილას გაჩერებით თქვენ მარცხდებით კონკურენციაში.

იქნება ეს ჩვენი მომხმარებლების IT გადაწყვეტილებების გაუმჯობესება, ბიზნეს-პროცესების გამარტივება, ახალი პროდუქტების შექმნა თუ ჩვენი თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ჩვენ ვცდილობთ ინოვაციების შექმნას ჩვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და შეუძლებელის შესაძლებლად გადაქცევის ძლიერი სურვილის მეშვეობით. ჩვენ ამას ვაღწევთ კულტურის განვითარებით, რომელიც უბიძგებს თანამშრომლებს მიჰყვნენ ტენდენციებს, შეიმუშაონ და დანერგონ ახალი იდეები, შემოგვთავაზონ ბიზნესის ღირებულების გაზრდის გზები, დატესტონ პროტოტიპები და წარუდგინონ ისინი კომპანიის ხელმძღვანელობასა და მომხმარებლებს.

ინოვაცია არის კორპორატიული კულტურის შექმნა, სადაც ყველა თანამშრომელმა იცის, რომ ცვლილება უკეთესობისკენ დამოკიდებულია თითოეულ მათგანზე.

 

R&D სფეროები

კომპანია ISsoft ზრუნავს თავის თანამშრომლებსა და კლიენტებზე, ამიტომ დროისა და თანხების ინვესტირებით ქმნის კეთილმოწყობილ გარემოს, რათა მათ შეძლონ შეიმუშაონ ინოვაციური გადაწყვეტილებები. ჩვენი ასეთი მიდგომა მიზნად ისახავს ინოვაციების სტიმულირებას და მათ ჩანერგვას ჩვენი კლიენტებისა და კომპანიის კორპორატიულ პროექტებში. ISsoft-ში არის R&D ლაბორატორიები, სადაც ჩვენი ნიჭიერი გუნდები შეიმუშავებენ და ტესტავენ ახალ ტექნოლოგიებსა და გადაწყვეტილებებს.

AI და კომპიიუტერული სწავლება

ჩვენი კვლევები კომპიუტერული სწავლების სფეროში და ექსპერტული ცოდნა ეხმარებათ კლიენტებს გაზარდონ თავიანთი ბიზნესის ეფექტურობა და მოიპოვონ უპირატესობა კონკურენტებზე. ჩვენ ვიყენებთ R&D ლაბორატორიებს ტექნიკური მხარდაჭერისა და კონსალტინგისთვის AI და კომპიუტერული სწავლების აპლიკაციების შემუშავების სფეროებში.

ISsoft-ის სპეციალისტთა კვლევები მიმართულია AI და ML ტექნოლოგიების ფართო სპექტრის შესწავლაზე, მათ შორის: გამოსახულების ციფრულ დამუშავებაზე, კომპიუტერულ ხედვასა და ბუნებრივი ენის დამუშავებაზე. შიდა კვლევების საშუალებით, ჩვენმა ინჟინრებმა უკვე შეიმუშავეს, დატესტეს და დანერგეს კომპიუტერულ სწავლებაზე დაფუძნებული მრავალი გადაწყვეტილება, სახის ამოცნობიდან გაყიდვების პროგნოზირებამდე.

გაიგეთ მეტი ISsoft-ის ინოვაციების შესახებ AI და კომპიუტერული სწავლების სფეროში..

პროგრამირების ენები:

კომპიუტერული სწავლების ბიბლიოთეკები:

კომპიუტერული სწავლების მომსახურებები:

როგორც Amazon Advanced Consulting Partner, ISsoft-ის ინჟინრები იყენებენ Amazon-ის მომსახურებებს კომპიუტერული სწავლების მოდელების შესაქმნელად, შესასწავლად და განსათავსებლად.

IoT

IoT-ინოვაციების შექმნით და გამოყენებით, ISsoft თანამშრომლობს სხვადასხვა აპარატული უზრუნველყოფების მწარმოებლებთან. ჩვენი R&D მიდგომა საშუალებას აძლევს პროექტულ გუნდებს დახვეწონ საინჟინრო უნარები და გაიფართოვონ ინდუსტრიული ცოდნა. ჩვენი ინჟინერ-პროგრამისტები IoT სფეროში გამოცდილებისა და ექსპერტული ცოდნის გამოყენებით წარმატებით იკვლევენ და ნერგავენ ინოვაციებს.

ISsoft-ის გუნდები ახდენენ IoT პროექტრების რეალიზაციას მობილური მოწყობილობებისთვის, HVAC-სისტემებისთვის, რიცხვითი პროგრამული დანადგარებისთვის, ავტოპარკის მართვისთვის, დისტანციური სამედიცინო მომსახურებისთვის, ჭკვიანი სახლისა და სხვა გადაწყვეტილებებისთვის.

გაეცანით დეტალურად ჩვენს IoT ინოვაციებს.

ბლოკჩეინი

ჩვენი R&D ლაბორატორიების დამსახურებით, ISsoft-ის ინჟინრები ნერგავენ ბლოკჩეინის ტექნოლოგიებს ისეთ პროექტებში, რომლებიც დაკავშირებულია კერძო და საჯარო ბლოკჩეინებთან, სმარტ კონტრაქტებთან, ბლოკჩეინ-ქსელების ინფრასტრუქტურასთან, კრიპტოგრაფიულ პროტოკოლებთან, ალგორითმებთან და სხვა ტექნოლოგიებთან.

გაიგეთ მეტი ჩვენს მუშაობაზე ბლოკჩეინებთან.

ფრეიმვორკები კერძო ბლოკჩეინების შექმნისთვის:

საჯარო ბლოკჩეინები:

პროგრამირების ენები:

გაფართოებული რეალობა

ISsoft-ის R&D ლაბორატორიები ეხმარებიან ჩვენს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებს, შეისწავლონ გაფართოებული რეალობის სფერო და შექმნან კონკურენტული აპლიკაციები XR ტექნოლოგიების დანერგვით. ISsoft-ის XR ექსპერტები ქმნიან ინოვაციებს სხვადასხვა მოწყობილობებისთვისა და პლატფორმებისთვის, მათ შორის ისეთ პოპულარულ XR სათვალეებსა და ჩაფხუტებს, როგორიცაა Magic Leap, Microsoft HoloLens და Oculus Quest, ასევე Android და iOS-ისთვის.

ჩვენი გაფართოებული რეალობის კვლევები გახდა საფუძველი პროექტების განხორციელებისთვის სხვადასხვა სფეროებში: სამედიცინო რეაბილიტაცია, ტაქტილური ტექნოლოგიები, მონაცემთა ვიზუალიზაცია, შიდა ნავიგაცია და სხვა. ჩვენ ვამხნევებთ და მხარს ვუჭერთ ჩვენს ინჟინრებს ინოვაციური პროცესის ყველა ეტაპზე, მათ შორის იდეის შემუშვების, ტესტირების, დანერგვისა და ინტეგრაციის ჩათვლით.

შეიტყვეთ მეტი XR-ის საფუძველზე ინოვაციების დანერგვის შესახებ.

ინდუსტრიული ექსპერტიზა

19 წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.

მრეწველობა

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ვაჭრობა

სოფლის მეურნეობა

მედია

ფიტნეს-ინდუსტრია

სარესტორნო ბიზნესი

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ