Coherent Solutions Issoft Georgia LLC
კონფიდენციალობის ეს პოლიტიკა („კონფიდენციალობის პოლიტიკა“) განსაზღვრავს Coherent Solutions Issoft Georgia LLC-სა და მისი აფილირებული პირების ( შემდგომში – „Coherent Solutions Issoft Georgia LLC“, „ISsoft“, „ჩვენ“, „ჩვენი“) მიერ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მიწოდების რეგულირებას https://issoft.ge/, საიტის მონახულების, იმ სუბდომენების და მასთან დაკავშირებული სხვა ვებ და მობილური აპლიკაციების (შემდგომში – „საიტი“) შესახებ, რომლებიც ეკუთვნის Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს და მის ხელმძღვანელებს.
1. ინფორმაცია მონაცემთა კონტროლის შესახებ, ზოგადი ინფორმაცია
კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC დარეგისტირებული მისამართზე: თბილისი, ვაკე, ოთარ ჩხეიძის ქ. N10;
მართავს პერსონალურ მონაცემებს და პასუხისმგებელია, ზოგადი რეგლამენტის მიხედვით, ამ მონაცემების დაცვაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
პერსონალური მონაცემები არის ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირთან. პირი ითვლება იდენტიფიცირებადად, როდესაც მისი იდენტიფიცირება შესაძლებელია პირდაპირ ან ირიბად, ძირითადად საიდენტიფიკაციო ნომრით ან დამახასიათებელი ფიზიკური, ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური, ეკონომიკური, კულტურული ანდა სოციალური თვისებებით. კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC პატივს სცემს სუბიექტების კონფიდენციალობას, რომელთაგანაც იღებს პერსონალურ მონაცემებს და იძლევა გარანტიას, რომ მათი პირადი ინფორმაცია იქნება მაქსიმალურად დაცული. ამ კონფიდენციალობის პოლიტიკის მიზანი არის თქვენი ინფორმირება იმის შესახებ, თუ რა სახის პირად მონაცემებს ვაგროვებთ, როგორ ვიყენებთ მათ, ვის შეიძლება გავუგზავნოთ ისინი, რა უფლებები გაქვთ და რა გადაწყვეტილებების მიღება შეგიძლიათ თქვენს პერსონალურ მონაცემებთან მიმართებაში და როგორ შეგიძლიათ მათი გადახედვა და შეცვლა.
2. სამართლებრივი საფუძვლები დამუშავებისთვის, დამუშავების მიზნები, პრინციპები
კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC ამუშავებს პირად მონაცემებს მხოლოდ უკიდურესი საჭიროების შემთხვევებში. დამუშავების მიზნები და იურიდიული საფუძვლები მოიცავს:
- ხელშეკრულების შესრულება ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობების ფარგლებში (სამართლებრივი საფუძლვები დამუშავებაზე კანონის შესაბამისად
ა) არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა;
ბ) მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია კანონით;
გ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესასრულებლად;
დ) მონაცემთა დამუშავება საჭიროა მონაცემთა სუბიექტის სასიცოცხლო ინტერესების დასაცავად;
ე ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა დამმუშავებლის ან მესამე პირის კანონიერი ინტერესების დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა სუბიექტის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის აღმატებული ინტერესი;
ვ ) კანონის თანახმად, მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა ისინი ხელმისაწვდომი გახადა;
ზ ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად;
თ) მონაცემთა დამუშავება აუცილებელია მონაცემთა სუბიექტის განცხადების განსახილველად (მისთვის მომსახურების გასაწევად).
- მარკეტინგი წარმოადგენს სუბიექტის თანხმობით მონაცემთა დამუშავების მიზნების ნაწილს, რაც ასევე მოიცავს ინფორმაციის გაგზავნას ღონისძიებების, ტრენინგებისა და პუბლიკაციების შესახებ.
ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ თქვენი ინფორმაცია, თუ არის ამის სამართლებრივი საფუძვლები. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ინფორმაცია იმ შემთხვევებში, როდესაც ის დაგვეხმარება ჩვენი ბიზნეს-მიზნების მიღწევაში ან მოგიტანთ სარგებელს თქვენ ან მესამე პირს.
ჩვენ ვეყრდნობით სამართლებრივ ინტერესებს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც თქვენი ინფორმაციის გამოყენების მიზეზი არის სამართლიანი და კანონიერი.
თუ მონაცემთა დამუშავება ეყრდნობა პირდაპირ თანხმობას საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ 5(ა) მუხლს, პირადი მონაცემების მოწოდება, ამ მიზნით, არ არის აუცილებელი. თანხმობის არქონამ შეიძლება მიგვიყვანოს იქამდე, რომ Coherent Solutions Issoft Georgia LLC ვერ შეძლებს უპასუხოს მოთხოვნას ან განაცხადს. კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC პირადი მონაცემების კონტროლისას იცავს პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპებს, რომლებიც მოწოდებულია ამ პოლიტიკაში.
მონაცემთა დამუშავებისას დაცული უნდა იქნეს შემდეგი პრინციპები:
- – მონაცემები უნდა დამუშავდეს სამართლიანად და კანონიერად, მონაცემთა სუბიექტის ღირსების შეულახავად;
- – მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით;
- – მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელი ც აუცილებელია შესაბამისი კანონიერი მიზნის მისაღწევად. მონაცემები უნდა იყოს იმ მიზნის ადეკვატური და პროპორციული, რომლის მისაღწევადაც მუშავდ ება ისინი;
- – მონაცემები ნამდვილი და ზუსტი უნდა იყოს და, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განახლდეს. კანონიერი საფუძვლის გარეშე შეგროვებული და დამუშავების მიზნის შეუსაბამო მონაცემები უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს;
- – მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. იმ მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს ან განადგურდეს ან შენახული უნდა იქნეს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
3. პერსონალური მონაცემების დამუშავება
კომპანია Coherent Solutions ISsoft Georgia LLC როგორც კონტროლერი, ასრულებს შემდეგ ოპერაციებს და ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს:
- ანგარიშგების შექმნისა და მომსახურების გამოწერის მიზნით – ამ ოპერაციის არსია პირის იდენტიფიკაცია მომსახურების გაწევისთვისა და შეკვეთების შესრულებისთვის;
- მომსახურების გადახდების დამუშავებისთვის და ანგარიშგების წარმოებისთვის, თუ ასეთი არსებობს – ამ ოპერაციის მიზანია, გადახდისა და საფინანსო ანგარიშგების მართვის შესაძლებლობის უზრუნველყოფა;
- პერსონალური მონაცემების შეკრებისთვის (მაგალითად, სახელი, პირადი ნომერი, მისამართი, ელ. ფოსტა, მობ. ნომერი და ა.შ.) – მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის ღონისძიებების, ტრენინგებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნისთვის;
- გაწეული მომსახურებების ხანგრძლივობისა და ტიპების შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად – მარკეტინგული მიზნებისთვის, მათ შორის ღონისძიებების, ტრენინგებისა და პუბლიკაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნისთვის;
- მონაცემთა დამუშავების მიზნით სახელშეკრულებო და წინასახელშეკრულებო მოვალეობების შესრულების აუცილებლობის შემთხვევაში ან თუ მონაცემების გამოყენება გათვალისწინებულია კანონმდებლობით.
ჩვენ ვიყენებთ Cookie-ფაილებს ჩვენი პოლიტიკის მიხედვით Cookie-ფაილების გამოყენების შესახებ, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-საიტზე შემდეგ ბმულზე: https://issoft.ge/ka/home-ka/cookie-policy-ka/. თუ თქვენ იღებთ მონაწილეობას Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს ღონისძიებაში, კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს შეუძლია, განათავსოს თქვენი ფოტო ჩვენს საიტზე ღონისძიების პუბლიკაციის მიზნით. როდესაც თქვენ ეწვევით ჩვენს საიტს და მოგთხოვენ პირადი ინფორმაციის მიწოდებას, თქვენ მიაწვდით კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს ამ ინფორმაციას.
4. ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ
იმის შემდეგ, რაც თქვენ გვაძლევთ თანხმობას ჩვენი საიტის გამოყენებაზე, ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ საიტს ან ინფორმაციას, რომელსაც გვაწვდით ჩვენ, მათ შორის:
- მონაცემები საიტზე აქტივობის შესახებ – მონაცემები საიტის გვერდების დათვალიერების შესახებ, მაგალითად, რომელ გვერდებს ეწვიეთ, რომელი ბმულები გამოიყენეთ და როდის გააკეთეთ გადასვლები;
- ტექნიკური ინფორმაცია მოწყობილობის ან ბრაუზერის შესახებ, რომელსაც იყენებთ ჩვენს საიტზე წვდომისთვის, მათ შორის, თქვენი მოწყობილობის IP-მისამართი, ინფორმაცია cookies-დან და (მობილური მოწყობილობის გამოყენების შემთხვევაში) თქვენი მოწყობილობის ტიპი და მოწყობილობის უნიკალური იდენტიფიკატორი, მაგალითად Apple IDFA ან Android Advert;
- პირადი მონაცემები, თუ გადაწყვეტთ მათ მოწოდებას ფორმის საშუალებით, მათ შორის, თქვენი სახელი, ელ. ფოსტის მისამართი, სამუშაო ადგილი, თანამდებობა ან ტელ. ნომერი;
- ინფორმაცია კლიენტთა მომსახურების შესახებ, რომელიც შეგიძლიათ მიაწოდოთ Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს წარმომადგენლებს, მათ შორის, გამოკითხვების პასუხები, ელ. ფოსტის შეტყობინებები და სატელეფონო საუბრები.
5. პირთა კატეგორიები, რომლებსაც ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ მონაცემები
Coherent Solutions ISsoft Georgia LLC აწვდის პერსონალურ მონაცემებს პირებს მხოლოდ იმ პირის პირადი თანხმობით, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია, რითაც უზრუნველყოფს პირადი მონაცემების უსაფრთხოების მაღალ დონეს. კომპანია მოითხოვს შეთანხმების პუნქტების დაცვას ან სხვა საშუალებებს მსგავსი მონაცემების უსაფრთხოების სრულყოფილად შენარჩუნებისთვის.
6. პერსონალურ მონაცემთა სუბიექტების უფლებები
- 6.1 ინფორმაციის ქონის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, გამოგვიგზავნოთ მოთხოვნა ინფორმაციაზე თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელსაც ჩვენ ვინახავთ და ვამუშავებთ, ასევე მიმღებლების წარმომავლობის ან მათი კატეგორიების შესახებ, რომლებსაც ჩვენ გადავცემთ ინფორმაციას დამუშავების მიზნით.
- 6.2 უარის თქმის უფლება. თუ თქვენ მოგვეცით უფლება პირადი მონაცემების დამუშავებაზე, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, განაცხადოთ უარი ყველანაირი განმარტების გარეშე.
- 6.3 მონაცემების შეცვლის უფლება. თუ თქვენი პირადი მონაცემები, რომლებსაც ამუშავებს Coherent Solutions Issoft Georgia LLC, არის არასწორი, თქვენ გაქვთ უფლება, ნებისმიერ დროს მოგვთხოვოთ მათი შესწორება.
- 6.4 წაშლისა და დაბლოკვის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, წაშალოთ და დაბლოკოთ თქვენი პირადი მონაცემები, რომლებიც მუშავდება კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ჩვენთან დაკავშირების მეშვეობით, წაშალოთ პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები წაიშლება არაუგვიანეს 30 დღისა, მას შემდეგ რაც გამოიყენებთ მონაცემთა სუბიექტის უფლებას. თუ წაშლა ეწინააღმდეგება საკანონმდებლო, სახელშეკრულებო, სისხლის ან კომერციულ სამართალს ან სხვა სამართლებრივ ნორმებს, მონაცემთა წაშლის მაგივრად, ისინი შეიძლება მხოლოდ დაიბლოკოს. წაშლის შემდეგ მონაცემები აღარ დაექვემდებარება აღდგენას.
- 6.5 მონაცემთა გადატანის უფლება. თუ თქვენ მოგვთხოვთ, თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებას, ჩვენ გამოგიგზავნით მონაცემებს თქვენ ან სხვა კონტროლერს სტრუქტურირებული, ფართოდ გამოყენებადი, საბეჭდი ფორმატით. ჩვენ გადავცემთ მონაცემებს უშლუალოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს შესაძლებელია.
- 6.6 გაპროტესტების უფლება. თქვენ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება, განმარტების გარეშე განაცხადოთ უარი ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის, თუ ჩვენ ამ ინფორმაციას ვიყენებთ მარკეტინგული მიზნებით ან დასაქმების განაცხადის შეტანისთვის.
- 6.7 მონაცემთა ავტომატიზირებული დამუშავების გაფართოებული უფლება, პროფილირების ჩათვლით. Coherent Solutions Issoft Georgia LLC არ ეწევა მონაცემთა ავტომატიზირებულ დამუშავებას, მათ შრის პროფილირებას. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მოხდა ასეთი ტიპის დამუშავება, თქვენ გეძლევათ დამატებითი უფლება, მოითხოვოთ ადამიანი – კონტროლერის ჩარევა, ასევე დააფიქსიროთ თქვენი შეხედულება და გაასაჩივროთ მიღებული გადაწყვეტილება.
- 6.8 საკონტაქტო ინფორმაცია (პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლების განხორციელებისთვის). ჩვენთან მომართვისას შემდეგ ელ. მისამართზე: privacy@coherentsolutions.com ან მისამართზე Coherent Solutions Issoft Georgia LLC, თბილისი, ვაკე, ოთარ ჩხეიძის ქ., N10, მიღებული მონაცემები (ელ. ფოსტის მისამართი, სახელი, ტელ. ნომერი, ასეთის არსებობისას), ინახება შესაძლო საკითხების აღმოფხვრის მიზნით და ვშლით მათ შენახვის აუცილებლობის არარსებობისას ან კანონმდებლობიდან გამომდინარე, ვზღუდავთ მათ დამუშავებას.
- 6.9 გასაჩივრების უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, შეიტანოთ საჩივარი კონტროლის კომპეტენტურ ორგანოში პერსონალური მონაცემების დამუშავების თაობაზე, თუ თვლით, რომ თქვენი უფლება პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დაირღვა.
7. შენახვის ვადა
მიღებული პერსონალური მონაცემები ინახება და მუშავდება შემდეგი პერიოდების განმავლობაში:
- 3 წლის განმავლობაში – თუ პერსონალური მონაცემები შემოდის კონტრაქტების შესრულების ან წინასახელშეკრულებო ურთიერთობების მიზნით. ეს სამწლიანი პერიოდი შეიძლება დაიწყოს შემდეგი ორი თარიღიდან: შესაძლო ხელშეკრულების დადების მიმოწერის ან ხელშეკრულების შესრულების დღიდან.
- შესაბამისი, კანონით დაწესებული, პერიოდის განმავლობაში, თუ პირადი მონაცემების შეგროვება და დამუშავება ხორციელდება კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულების საფუძველზე.
- 3 (სამი) წლის განმავლობაში – თუ პერსონალური მონაცემები შემოდის მარკეტინგული მიზნებით, მათ შორის ინფორმაციები ღონისძიებების, ტრენინგებისა და პუბლიკაციების შესახებ, ან კანდიდატებისთვის, მათი თანხმობის შემთხვევაში.
8. პერსონალურ მონაცემთა დაცვა
Coherent Solutions Issoft Georgia LLC იყენებს ტექნიკურ და საორგანიზაციო უსაფრთხოების ზომებს პირად მონაცემთა კომპლექსური დაცვის უზრუნველყოფისთვის არასასურველი წვდომებისაგან. ჩვენ არ ვიშურებთ ძალისხმევას თქვენი პირადი ინფორმაციის დაცვისთვის. პერსონალური მონაცემები ინახება Pardot Marketing Automation პლატფორმაზე. Coherent Solutions Issoft Georgia LLC ჩვენს საიტზე ასევე იყენებს Google Universal Analytics-ს.
9. კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ს საიტის გამოყენება ბავშვების მიერ
ჩვენი ვებ-საიტის ან ონლაინ-სერვისების გამოყენება არ არის რეკომენდირებული 18 წლამდე პირთათვის. თუ თქვენ ხართ მშობელი ან მეურვე და თვლით, რომ ჩვენ შეგვიძლია, შევაგროვოთ ინფორმაცია ბავშვის შესახებ, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: privacy@coherentsolutions.com.
10. პირადი მონაცემების მიწოდება
ჩვენ შეგვიძლია, მივაწოდოთ თქვენი ინფორმაცია ზემოთ ხსენებული კონფიდენციალობის პოლიტიკაში განხილული ან ქვემოთ აღწერილი მეთოდების მეშვეობით:
- სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით;
- გამოძიების ან ჩვენი სამომხმარებლო თანხმობის ან პოლიტიკის შესაძლო დარღვევის გამოსწორების მიზნით ან Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ის, ჩვენი მომხმარებლების და სხვა პირების უფლებების, კუთვნილების და უსაფრთხოების დაცვისთვის;
- ჩვენს შვილობილ და ასოცირებულ კომპანიებს;
- ნებისმიერი ურთიერთობით (კომპანიის აქტივების გაყიდვა, დაფინანსება ან ჩვენი ბიზნესის სრული ან ნაწილობრივი შესყიდვა ან აღნიშნულის თაობაზე მოლაპარაკებების პროცესში ყოფნა) დაკავშირებულ სხვა კომპანიას;
- თქვენი თანხმობით ან ინსტრუქციით.
11. პირად ინფორმაციაზე თქვენი წვდომა და კონტროლი
თქვენ შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ მიზნობრივი რეკლამის მიღებაზე, რომელიც მოწოდებულია ჩვენი სარეკლამო პარტნიორების მიერ:
- თუ თქვენ იმყოფებით ევროპულ ეკონომიკურ ზონაში, შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ, ინტერნეტში რეკლამების განთავსებაზე ევროპის ინტერაქტიული ციფრული სარეკლამო ალიანსის მეშვეობით (ვებ-საიტი EDAA Your Online Choices).
- თუ თქვენ იმყოფებით ევროპულ ეკონომიკურ ზონაში, შეიძლება, გქონდეთ ჩვენს მფლობელობაში თქვენს შესახებ არსებულ ზოგიერთ ინფორმაციაზე წვდომის, მისი შესწორების ან განახლების უფლება. თქვენ, ასევე, შეგიძლიათ, მოგვთხოვოთ, წავშალოთ თქვენი ინფორმაცია. თუ გსურთ ამ უფლებებიდან რომელიმეს გამოყენება, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე: privacy@coherentsolutions.com.
- თქვენ შეგიძლიათ, უარი განაცხადოთ Google Analytics-ის მიერ თვალის დევნებაზე საიტზე – https://tools.google.com/dlpage/gaoptout/.
12. ცვლილებები მოქმედ კონფიდენციალობის პოლიტიკაში
ჩვენ შეგვიძლია, შევიტანოთ ცვლილებები მოქმედ კონფიდენციალობის პოლიტიკაში. თუ გადავწყვეტთ, შევიტანოთ ცვლილებები მოქმედ კონფიდენციალობის პოლიტიკაში, მაშინ ჩვენ განვაახლებთ თარიღს, რომელიც მითითებულია კონფიდენციალობის პოლიტიკის ზედა ნაწილში და გამოვაქვეყნებთ განახლებულ ვერსიას. რეკომენდირებულია მოქმედი კომფიდენციალობის პოლიტიკის რეგულარული შესწავლა, იმისათვის, რომ გაეცნოთ ნებისმიერ ცვლილებას, რადგან შემდგომში მისი გამოყენება ჩაითვლება თანხმობად შეტანილ ყველა ცვლილებაზე.
13. ზოგადი მდგომარეობა
ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკა ეყრდნობა და ინტერპრეტირებს საქართველოს და ევროკავშირის კანონმდებლობას, კოლიზიური ნორმების უგულებელყოფით. თქვენ იძლევით თანხმობას, დაექვემდებაროთ ასეთი სასამართლოების პერსონალურ იურისდიქციასა და ადგილმდებარეობას. ნებისმიერი საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია ჩვენს საიტთან, უნდა იყოს შეტანილი მიზეზის გაჩენიდან ერთი წლის განმავლობაში, სხვა შემთხვევაში იგი არ მიიღება. თუ ჩვენი კონფიდენციალობის პოლიტიკის რომელიმე ნაწილი აღიარებული იქნება უმოქმედოდ ან ძალის არმქონედ, იგი იქნება ინტერპრეტირებული მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი ნაწილი კვლავ იქნება ძალაში. თუ ჩვენს საიტზე არსებული ინფორმაცია წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასთან, უპირატესობა მიენიჭება უკანასკნელს. Coherent Solutions Issoft Georgia-ს უფლებები ნარჩუნდება ჩვენი იურიდიული პირობების მოქმედების დამთავრების შემდეგაც.
კონტაქტები
თუ გაგიჩნდებათ კითხვები ჩვენს კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით, დაუკავშირდით Coherent Solutions Issoft Georgia-ს შემდეგ მისამართზე privacy@coherentsolutions.com წერილის თემის გრაფაში „კონფიდენციალობის პოლიტიკის“ მითითებით ან მოგვწერეთ მისამართზე: Coherent Solutions Issoft Georgia LLC თბილისი, ვაკე, ოთარ ჩხაიძის ქ., N10.