All articles

თბილისში პირველი ღია შეხვედრა „ISsoft in touch“ გაიმართა

May 17, 2023

3 მაისს, საგამოფენო ცენტრ ExpoGeorgia-ში გაიმართა ISsoft-ის პირველი ღია ღონისძიება საქართველოში. 60-ზე მეტი ადგილობრივი აიტი-სპეციალისტი შეიკრიბა ერთ სივრცეში მოხსენებების მოსასმენად, ახალი ხალხის გასაცნობად, კონტაქტებისა და შეხედულებების გასაზიარებად. ამ ახალ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ დაგვამახსოვრდა ეს დღე.е.

მითაფი “ISsoft in touch” გახდა ტექნოლოგიური კონფერენციის“ISsoft Insights” იდეოლოგიური გაგრძელება, რომელსაც პანდემიამდე კომპანია რეგულარულად ატარებდა ბელორუსიაში. ახალი აუდიტორიის გასაცნობად ორგანიზატორებმა აირჩიეს ნაკლებად მასშტაბური ფორმატი, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეიკრიბა უამრავი სტუმარი, რომლებიც მზად იყვნენ განეხილათ „მარადიული“ თემები და აქტუალური ტენდენციები ტექნოლოგიების სფეროში.

სპიკერთა მოხსენებები 5 საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა, რომლებიც განკუთვნილი იყო, როგორც ტექნიკური სპეციალისტებისთვის, ისე მენეჯერებისთვის, კარიერული გზის დასაწყისში მყოფთათვის და გამოცდილი პროფესიონალებისთვის. გამოსვლების სერია  ISsoftGeorgia-ს გენერალურმა მენეჯერმა, ანა მეტრეველმა, მისასალმებელი სიტყვით გახსნა.

შეხვედრა გაგრძელდა ინოვაციების დირექტორის, ალექსანდრე დრობიშევსკის მოხსენებით Coherent Solutions-ისა და ISsoft-ის შიდა სტარტაპ-ინკუბატორის შესახებ. მცირე შესვენების შემდეგ, მომხსენებელმა მასტერკლასი გამართა იდეების გენერირებაზე.

კარიერული განვითარების დირექტორმა , ანდრეი იურევიჩმა  თავის გამოსვლაში წამოჭრა თანამშრომლის თვალით დანახული რესურსების მენეჯმენტის თემა. მომხსენებელი ასევე შეუერთდა პანელურ დისკუსიას კომპანიაში ინტერვიუებისა და ხელოვნური შერჩევის შესახებ.

მას ასევე ესწრებოდნენ ღონისძიების მოდერატორი, ნიკოლაი იშჩენკო, ჯავის დეპარტამენტის მენეჯერი და მიხაილ საგალოვიჩი, QA Automation & DevOps დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რომელმაც მოგვიანებით გააკეთა პრეზენტაცია თანამშრომლის ტექნიკური უნარების შეფასების შესახებ.

საბოლოო თემა იყო დიზაინი ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, რომელიც თავის გამოსვლაში წამოაყენა UX / UI ინჟინერმა , ეგორ ნავიცკიმ.

ყოველი მოხსენების შემდეგ მსმენელებს ჰქონდათ კითხვების დასმის შესაძლებლობა,  მათ შორის საუკეთესო კითხვების ავტორებს კი კომპანიამ გადასცა სასიამოვნო საჩუქრები.

Coffee-break-ის პერიოდში მონაწილეებს შეეძლოთ გაეზიარებინათ შთაბეშჭდილებები, დაესვენათ DJ set-ის ფონზე და გადაეღოთ სამახსოვრო ფოტოები.

ასევე, დარბაზში მოეწყო ინტერაქტიული ზონები, სადაც შესაძლებელი იყო ემოციების გაზიარება და სენსორულ პანელზე სურვილების დატოვება, ლატარეაში საჩუქრების მოგება, თავსატეხის ამოხსნა და ბრენდირებული სუვენირებიდან საკუთარი მისასალმებელი ნაკრების შეგროვება.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად გაატარა ეს დღე!