Ქართულმაგუნდმაერთდროულადშეიძინაორიახალისივრცემუშაობისთვისადაშეხვედრებისთვის: თბილისსადაბათუმშიგაიხსნაკომპანიისოფისები. ქოვორქინგიდანთანამშრომლებმაგადაინაცვლესგანცალკევებულსივრცეებში, რომლებიცმათიმოთხოვნებისადასაჭიროებისშესაბამისადარისდაგეგმარებული. ამსტატიაშიგაგიზიარებთ, თუროგორწარიმართაარაოფიციალურიგახსნა.
შეგახსენებთ, რომ ამ არაჩვეულებრივ ქვეყანაში ჩვენი გუნდის ფორმირება დაიწყო ჯერ კიდევ გაზაფხულის დასაწყისში. უმეტესმა ნაწილმა თავი მოიყარა თბილისსა და ბათუმში, სადაც თანამშრომლებისთვის ნახევარი წლით იქირავეს სივრცე ქოვორქინგისთვის. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არ ივიწყებდნენ არაფორმალურ შეხვედრებსაც (მაგალითად, რთველი და მოგზაურობა მთიან აჭარაში).
ორი ახალი სივრცის გახსნის შედეგად ჩვენს კოლეგებს მიეცათ შესაძლებლობა, უფრო ხშირად შეხვდროდნენ ერთმანეთს. ოფისები გაიხსნა 16 ნოემბერს, ამ მოვლენის აღსანიშნავ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე, ამიტომ გუნდს ჰქონდა დრო, რომ შეეფასებინა გარემო.
პირველი წვეულება გაიმართა 18 ნოემბერს თბილისში, საბურთალოზე, ოთარ ჩხეიძის ქ. N10-ში. დაგვემთხვა კარგი ამინდი, ამიტომ გადავწყვიტეთ, დავმსხდარიყავით გახსნილ ტერასაზე, საიდანაც იშლებოდა თვალისმომჭრელი ხედი მთებსა და ქალაქზე.
მალევე ამის შემდეგ, 21 ნოემბერს, ბათუმის გუნდიც შევიდა ახალ ოფისში, რომელიც მდებარეობს ძველი ბათუმის შუაგულში, ფარნავაზ მეფის N60-ში. შეხვედრას დაესწრო კომპანიის გენერალური დირექტორი საქართველოში – ანა მეტრეველი, რათა პირადად გაცნობოდა ყველა თანამშრომელს და მიელოცა მათთვის გახნა.
გახნის დღეებზე თანამშრომლებისთვის მოეწყო ექსკურსიები: გაეცნენ ადმინისტრაციულ პერსონალს, ნახეს სამუშაო ადგილები და მოსასვენებელი სივრცეები, რომლებიც გვხდება კომპანიის ყველა ოფისში.
ასევე სტუმრებისთვის მოეწყო ალაფურშეტი და სამუშაო დღის დასრულების შემდეგ დაპატიჟეს ისინი არაფორმალურ გარემოში სასიამოვნო დროის გასატარებლად – სასაუბროდ, კონტაქტების გასაცვლელად და, რა თქმა უნდა, ახალი გარემოსა და შეხვედრის შესახებ შთაბეჭდილებების გასაზიარებლად.
ჩვენ ვულოცავთ თბილისისა და ბათუმის გუნდებს ოფისების გახსნას! გისურვებთ, რომ ახალმა ადგილმა მოგიტანოთ ბევრი დაუვიწყარი შეხვედრა და ნაცნობობა.