ყველა სტატია

Demo Day #9-მ Innovation Sandbox-ის ერთდროულად ორ მონაწილეს მოუტანა გამარჯვება! 

August 25, 2023

დასრულდა Coherent Solutions-ისა და ISsoft-ის თანამშრომლებისთვის შიდა სტარტაპ ინკუბატორის – Innovation Sandbox-ის მე-9 სეზონი. რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, Demo Day-ზე ექვსმა მონაწილემ წარადგინა თავისი პროექტები. მათგან 2-მა მაშინვე მიიღო ჟიურის უმაღლესი შეფასება – პირველად კორპორატიული „ქვიშის ყუთის“ არსებობის ისტორიაში. 

ერთ-ერთმა გამარჯვებულმა, ელიზავეტა იუხომ კონკურსზე წარადგინა InvestNow – ინსტრუმენტი მულტიპორტფელის მქონე ინვესტორებისთვის. ვალერია ხინევიჩმა, რომელმაც მასთან პირველი ადგილი გაიზიარა, წარადგინა ToGather – კულტურული დასვენებისთვის კომპანიის მოსაძებნად განკუთვნილი აპლიკაცია. 

ორი გამარჯვებული არ არის ერთადერთი სიახლე ამ სეზონში: თითოეულმა მათგანმა თავისებურად მოახდინა “გარღვევა”. ასე რომ, ვალერია გახდა HR Department-ის პირველი წარმომადგენელი Innovation Sandbox-ის ისტორიაში, ხოლო საინვესტიციო პროექტი ელიზავეტას ხელმძღვანელობით გახდა ერთადერთი თავის სფეროში, რომელმაც ჩვენს კონკურსში პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა ამ სფეროს გადაწყვეტილებები აქ ადრეც იყო წარმოდგენილი.  

კონკურსის სხვა მონაწილეებმაც გაგვაკვირვეს ახალი მიდგომებით: 

;

ალექსანდრ დრობიშევსკი, Innovation Director, Innovation Sandbox-ის მთავარი ორგანიზატორი:

– ამ სეზონში ერთდროულად რამდენიმე პროექტი იყო, რომლებიც დაკავშირებულია ახალ ქვეყნებში გადასვლის პრობლემებთან, ადამიანების სოციალურ ადაპტაციასთან, ნაცნობთა ახალი წრის შექმნასთან, ადგილობრივი მომსახურების სფეროში კომუნიკაციის გაადვილებასა და ასევე ცხოვრებისთვის საჭირო ნივთების შეძენასთან. გარდა ამისა, ერთ-ერთი პროექტის გასაშვებად პირველად შეირჩა არაბთა გაერთიანებული საემიროების ბაზარი, რაც საკმაოდ უჩვეულოა. 

ორგანიზატორების თქმით, პრეზენტაციების საერთო დონე ყოველ ჯერზე შესამჩნევად უმჯობესდება: 

— ამ სეზონში საგრძნობლად გაიზარდა პროექტების სადემონსტრაციო რგოლების ხარისხი, მათი განსხვავებული შესრულება სცენარების თვალსაზრისით, რაც ხელს შეუწყობს ამ ნამუშევრების გამოყენებას არა მხოლოდ შემდგომ, გარე სტარტაპ- კონკურსებში, არამედ ამ გადაწყვეტების პოპულარიზაციას ლენდინგებსა და სოციალური ქსელები. 

Demo Day-სთვის ასეთი საგულდაგულო მომზადება, რა თქმა უნდა, არ იყო სირთულეების გარეშე – თუმცა გამარჯვებულებმა წარმატებით მოახერხეს მათი გადალახვა. 

;

ელიზავეტა იუხო, UX ინჟინერი ISsoft Belarus-იდან, Demo Day #9-ის გამარჯვებული:

— ჩემი პროექტის ამოცანაა ინვესტირების პროცესებში მანუალურობის მინიმუმამდე დაყვანა და რაც შეიძლება მეტი დროის დაზოგვა იმ საკითხებზე, რომელთა ავტომატიზირება არის შესაძლებელი: გამოთვლები, პროგრესის დაანგარიშება, ა.შ. პოტენციური მომხმარებლების ძებნა ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩასატარებლად ადვილი არ იყო – არ იყო იმდენი ინვესტორი, რამდენიც ჩვენ გვსურს. მაგრამ შედეგი შთამაგონებს! პროექტს ჰყავს კონკურენტები, მაგრამ თითოეულ მათგანში რაღაც ისე არაა: ზოგი ზედმეტად ფოკუსირებულია, ზოგი კი ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს. ვფიქრობ, InvestNow-ში კი მე საჭირო ბალანსი ვიპოვე. 

Innovation Sandbox-ის სეზონი დასრულდა, მაგრამ გამარჯვებული პროექტების ისტორია, როგორც ჩანს, მხოლოდ იწყება. ელიზავეტამ და ვალერიამაც აღიარეს, რომ მათ უკვე აქვთ შემდგომი განვითარების გეგმები. 

;

ვალერია ხინევიჩი, HR სპეციალისტი Coherent Solutions Poland-იდან, Demo Day #9-ის გამარჯვებული:

— ჩემი პროექტი, ToGather, მიზნად ისახავს იმ ადამიანების გაერთიანებას, რომლებიც დაინტერესებულნი არიან კულტურით, განვითარებით, ხელოვნებით, ა.შ., რათა მივცეთ შესაძლებლობა აღმოაჩინონ საკუთარი თავი და შეხვდნენ თანამოაზრეებს სხვადასხვა სივრცეების მონახულების გზით: მუზეუმები, გამოფენები და ა.შ. კონკურენტებისა და სხვა გაცნობის აპლიკაციებისგან განსხვავებით, ჩვენ ფოკუსირებულნი ვართ კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე, ნეტვორკინგზე, კონკრეტულად მეგობრულ კონტაქტებზე: მომხმარებლებს შეეძლებათ ისაუბრონ თავიანთ ჰობიზე და შექმნან ექსპერტის პროფილი. ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა ჩემი გუნდის, ანდრეი სკრიგალოვსკისა და ალექსანდრა კრავეცის წყალობით: ძალიან შთამაგონებელია, როცა ხედავ, როგორ იწყება იდეების მატერიალიზება თანაგუნდელების მხარდაჭერით! უახლოეს მომავალში ვგეგმავ დავიწყო პროექტის პოპულარიზაციისა და დაფინანსების ვარიანტების ძებნა. 

ვულოცავთ ელიზავეტას და ვალერიას ამ შთამბეჭდავ დაწყებას, ჩვენ ინტერესით მივადევნებთ თვალს მათი პროექტების განვითარებას მომავალშიც! თვალი ადევნეთ ჩვენს სიახლეებს, რათა არაფერი გამოგრჩეთ.