ბლოკჩეინი

ჩვენი ექსპერტიზა

ღია ბლოკჩეინ-გადაწყვეტილები

ISsoft -ის R&D ლაბორატორიები იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობებს დეცენტრალიზებული ღია ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შესაქმნელად კრიპტოვალუტებისთვის, ხმის მიცემისა და რეიტინგებისთვის, სოციალური ქსელებისა და სხვა სისტემებისთვის. ISsoft-ის ბლოკჩეინ-დეველოპერთა გუნდები ავითარებენ საკუთარ უნარებს შიდა ლაბორატორიებში და ქმნიან თანამედროვე გადაწყვეტილებებს ღია ბლოკჩეინ – პლატფორმების, Ethereum, Graphene EOS.IO-ს ბაზაზე.

სმარტ-კონტრაქტები

ISsoft-ის დეველოპერები ნერგავენ ინოვაციებს სმარტ-კონტრაქტების გამოყენებით ბიზნესის ეფექტურობის მაქსიმალიზაციის მიზნით . მათი გამოყენება უზრუნველყოფს ტრანზაქციებისა და ხელშეკრულებების უსაფრთხო განხორციელებას, მესამე პირთა მონაწილეობის გარეშე. ჩვენი R&D კვლევის შედეგს წარმოადგენს შეცდომების, რისკებისა და დანახარჯების შემცირება DApps შემუშავებისას.

კრიპტოგრაფიული პროტოკოლები და ალგორითმები

ISsoft–ს გუნდი აანალიზებს პოპულარულ კრიპტოგრაფიულ პროტოკოლებსა და ალგორითმებს, ასევე ატარებს შიდა კვლევებს, ჩვენი კლიენტების ბლოკჩეინ-გადაწყვებილებებში შემდგომი ინტეგრაციით. ჩვენი გუნდის კვლევები და შემუშავებები ეფუძნება სხვადასხვა პროტოკოლებსა და ალგორითმებს, მათ შორის:

  • zero-knowledge proof;
  • public key infrastructure;
  • self-sovereign identity approach;
  • homomorphic encryption;
  • secure multi-party computation.

დახურული ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებები

ჩვენი ბლოკჩეინ-ინჟინერები იკვლევენ და ქმნიან enterprise-გადაწყვეტილებებს, დაფუძნებულს დახურულ ბლოკჩეინ-ქსელებზე, Hyperledger, Corda და Quoru პლატფორმების გამოყენებით. ჩვენი ინოვაციები მიმართულია ინფორმაციის შენახვისა და გაცვლისთვის ეფექტური და საიმედო ინსტრუმენტების შექმნისაკენ, ხოლო ჩვენი ინჟინერები ორიენტირებულნი არიან უსაფრთხო და სტაბილური ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომელიც თავის თავში აერთიანებს ეფექტურობასა და კონფიდენციალურობის მაღალ დონეს.

ბლოკჩეინ-ქსელის ინფრასტრუქტურა

კომპანია ISsoft-ში ბლოკჩეინ-ინჟინერებს აქვთ შესაძლებლობა, შეისწავლონ ბლოკჩეინ-ქსელების ინტეგრაცია enterprise-ინფრასტრუქტურაში. შიდა R&D ლაბორატორიებში ახალი ტექნოლოგიების შესწავლისა და შემუშავების შედეგად, ჩვენი დეველოპერები ახდენენ საკუთარი მიღწევების რეალიზებას დამკვეთთა პროექტებში. როგორც წესი, ბლოკჩეინ-ქსელების ინფრასტრუქტურის შესწავლისა და შემუშავების პროცესი მოიცავს:

  • ბლოკჩეინ-ქსელების ინტეგრაციასა და მიგრაციას;
  • ბლოკჩეინ-ქსელების ტესტირებასა და მონიტორინგს;
  • პროგრამული უზრუნველყოფის განთავსების პროცესთა ავტომატოზაციას.

კრიპტოვალუტური ბირჟები და საფულეები

ISsoft-ის ინოვაციურ ლაბორატორიებში ჩვენი გუნდი ატარებს ექსპერიმენტებს უსაფრთხო ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული გადაწყვეტილებების რეალიზაციაზე, რომლებიც იძლევა კრიპტოვალუტურ ბირჟებზე ტრანზაქციურლი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას. ჩვენი ბლოკჩეინ-დეველოპერები ასევე ქმნიან უსაფრთხო ელექტრონულ საფულეებს სხვადასხვა კრიპტოვალუტებისთვის, უზრუნველყოფენ მათ სათანადო დაცვის მექანიზმებით მომხმარებლის პირადი ინფორმაციის მოპარვის მიზნით სისტემის გატეხვის წინააღმდეგ.

ბლოკჩეინ-ტექნოლოგიები ინდუსტრიაში

საბანკო სფერო და ფინანსები
  • მყისიერი გადახდების დანერგვა
  • კონტრაგენტის რისკების შემცირება
  • აქტივთა წყაროების მოძიება და ოპერაციის სრული ისტორია
  • სტანდარტიზებული ოპერაციული პროცესები
ენერგეტიკა
  • ოპერაციული და ექსპლუატაციური ხარჯების შემცირება
  • ეკოლოგიური მდგრადობა
  • დაინტერესებულ პირთათვის ოპერაციის გამჭვირვალობის ზრდა
ჯანდაცვა
  • მედიკამენტთა ხარჯების აღრიცხვა
  • კლინიკური კვლევების ჩანაწერების წარმოება
  • პაციენტთა მონაცემების უსაფრთხო მართვა
ლოჯისტიკა
  • გაყიდვის პროცესთა ავტომატიზაცია
  • თაღლითობის გამოვლენა
  • ტვირთმწეობის მონიტორინგი რეალურ დროში
  • მოწოდების ჯაჭვის გამჭვირვალე მართვა
  • კურიერული მომსახურების ხარჯების შემცირება
კიბერუსაფრთხოება
  • დაცვა პირადი ინფორმაციის მოპარვისგან
  • საიდენტიფიკაციო მონაცემების შენახვა დაშიფრულ ციფრულ კვანძში
  • ციფრულ მონაცემებზე წვდომის საიმედი კონტროლი
უძრავი ქონება
  • ქირის გადასახადის ოპტიმიზაცია
  • ტრანზაქციების მონაცემთა ბაზის უსაფრთხოება
  • მიღების ხარჯებისა და უძრავი ქონების გადასახადის შემცირება
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების სტიმულირება

ბლოკჩეინის დანერგვის ინოვაციური სტრატეგია

ბლოკჩეინების დანერგვასთან დაკავშირებული კონსულტაციები

ISsoft-ის ბლოკჩეინ-ინჟინერები უზრუნველყოფენ პროფესიონალურ კონსულტაციებს ჩვენი კლიენტის ბიზნესში ბლოკჩეინის ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით. ჩვენი დეველოპერების გუნდი ეხმარება კლიენტს ბლოკჩეინის ყველაზე შესაფერისი პლატფორმის არჩევაში და ადგენს რეკომენდაციებს ტექნოლოგიური ნაკრებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მათი ბიზნესის ქმედითუნარიანობის მაქსიმალიზაციისათვის.

DApp-ის შექმნა

ჩვენს ლაბორატორიებში ვამოწმებთ და ვქმნით სანდო, დეცენტრალიზებულ, მასშტაბირებად აპლიკაციებს, დაფუძნებულს ბლოკჩეინზე. ჩვენი ინოვაციური მიდგომა მოიცავს DApp-ის განვითარების პროცესთა სრულ სპექტრს – რეალიზაციასთან დაკავშირებული კონსულტაციიდან მომსახურებამდე. DApp-ის კველვისა და პროექტირების პროცესები მოიცავს:

  • DApp-ის კონცეფციისა და არქიტექტურის შექმნას;
  • ბლოკჩეინის ტესტირებასა და შემუშავებას;
  • კრიპტოგრაფიის თანამედროვე მეთოდთა გამოყენებას;
  • DApp-ის განთავსებას;
  • DApp-ის ინტეგრაციას სხვა ტექნოლოგიებთან;
  • სამომხმარებლო ინტერფეისის შემუშავებას.

ბლოკჩეინზე დაფუძნებული Enterprise-გადაწყვეტილებების შექმნა და მხარდაჭერა

კორპორატიულ დონეზე ბლოკჩეინის ინტეგრაციას მრავალი უპირატესობა გააჩნია, მათ შორის მასშტაბირებადობა, უსაფრთხოება და ხარჯების შემცირება. კლიენტის ბიზნესის პროდუქტიულობის გასაზრდელად, ISsoft იკვლევს საწარმოებისათვის ბიზნეს-იდეათა გარდაქმნის შესაძლებლობებს საუკეთესო ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებებში.

ჩვენი ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომისა და ბლოკჩეინის ტექნოლოგიების სრულფასოვანი ფლობის ერთობლიობით, ISsoft-ის ბლოკჩეინ-ინჟინრების გუნდს შეუძლია გადაწყვეტილებების შექმნა სრულიად ახლიდან. ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების წარმატებული რეალიზაციისათვის, ჩვენ მას ვამოწმებთ თითოეულ ეტაპზე – კონსენსუსის ალგორითმებისა და არქიტექტურის შემუშავებიდან კრიპტოგრაფიის უახლესი პრაქტიკების გამოყენებამდე და გაშვების შემდგომ მხარდაჭერამდე.

კოსულტაცია კრიპტოგრაფიისა და უსაფრთხოების შესახებ

გადაწყვეტილების ბაზარზე სწრაფად გამოტანის მიზნით, მრავალი მწარმოებელი ხშირად უგულებელჰყოფს უსაფრთხოების ნორმებს. ISsoft-ში, კვლევები ორიენტირებულია იმაზე, რომ დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს მათი ბლოკჩეინ-სისტემების უსაფრთხოების გაზრდაში სანდო კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით.

ჩვენი ექსპერტები აწარმოებენ კლიენტთა ბლოკჩეინ-გადაწყვეტილებების უსაფრთხოების აუდიტს ფარული სისუსტეების გამოვლენის მიზნით. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ კრიპტოანალიზს და უზრუნველვყოფთ უსაფრთხოებას სისტემის სანდო არქიტექტურის დაპროექტებითა და კრიპტოგრაფიის საუკეთესო მეთოდების გამოყენებით პროდუქტის ბაზარზე გამოტანამდე.

ტექნოლოგიების ნაკრები

ფრეიმვორკი დახურული ბლოკჩეინების შესაქმნელად

ღია ბლოკჩეინები

პროგრამირების ენები

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ