ISsoft-ის ტრენინგ-ცენტრი

დამწყებებისთვის

კორპორატიული სწავლების წარმატებით გავლის შემდგეგ ISsoft-ში მოხვედრა შეუძლიათ მცირე გამოცდილების ან სულაც გამოცდილების არმქონე ახალგაზრდა სპეციალისტებს. კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 1.5-3 თვეს, არჩეული სპეციალობის შესაბამისად. ჩვენ ვასწავლით Java, .NET და C++, fronted და mobile დეველოპერებს, BI და DevOps, QA automation და manual სპეციალისტებს, ბიზნეს-ანალიტიკოსებს და UX სპეციალისტებს.

ISsoft ტრენინგ-ცენტრში სწავლება მნიშვნელოვნად განსხვავებულია:

  1. ინდივიდუალური მიდგომა. სტაჟიორები ემზადებიან ინდივიდუალური პროგრამის მიხედვით. კურსი იწყება იმ დღეს, როდესაც გამოთქვამთ მზაობას. თქვენ არ მოგიწევთ თვეობით ელოდოთ ჯგუფის შევსებას. უმაღლესი სასწავლებლების სტუდენთებისთვის გათვალისწინებულია შემოკლებული სასწავლო დღე – რვა საათის ნაცვლად 6 საათი.
  2. ორიენტირებულობა პრაქტიკულობაზე. ჩვენი კურსი იძლევა პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, რომლებიც გამოიყენება კომპანიის რეალურ პროექტებში. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ სტაჟიორები დაუყოვნებლივ შეძლებენ აქტიურად ჩაერთონ კომპანიის საქმიანობაში.
  3. პირადი პედაგოგი-მენტორი. თითოეულ სტაჟიორთან ინდივიდუალურად მუშაობს გამოცდილი პედაგოგი: ადგენს სასწავლო პროგრამას, ხსნის თეორიულ ნაწილს, აძლევს და ამოწმებს დავალებებს, განუმარტავს და ასწორებს შეცდომებს.

IT კურსი ISsoft-ისგან – ეს არ არის კონკურსი, სადაც ორმოცი ადამიანიდან სამუშაოზე აიყვანენ მხოლოდ ხუთს. წარმატებულად დასრულებული სასწავლო კურსი არის ISsoft-ში მუშაობის დაწყების 100%-იანი გარანტია. იმის გარდა, რომ ჩვენი კურსები არის სრულიად უფასო, ამასთანავე კომპანია სტაჟიორებს უნაზღაურებს ჩვენს ტრენინგ-ცენტრში სწავლებაზე დახარჯულ დროს.

სპეციალისტებისთვის

ISsoft-ის ტრენინგ-ცენტრი არ ემსახურება მხოლოდ დამწყებთა სწავლებას. პროფესიული განვითარება არის IT-სპეციალისტების წარმატების წინაპირობა. კომპანიაში შემუშავებულია თანამშომლების განუწყვეტელ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა. წლის განმავლობაში ტრენინგ-ცენტრში ISsoft-ის თანამშრომლებისთვის იმართება ათობით ლექცია და ტრენინგი აქტუალურ თემებზე.

ჩვენი თანამშრომლების ცოდნის სისტემატიზაციისთვის ორგანიზებულია სრულყოფილი სასწავლო კურსები, რომლებიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილებს.

პროგრამირების ახალი ენების, ტექნოლოგიების დაუფლების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლებს შეუძლიათ, ISsoft-ის ტრენინგ-ცენტრში გაიარონ სპეციალური ინდივიდუალური სასწავლო კურსი.

ჯგუფური ტრენინგებისა და ლექციების ვიდეოჩანაწერები ხელმისაწვდომია კომპანიის თითოეული თანამშრომლისთვის.

თანამშრომლების შვილებისთვის

საზაფხულო არდადეგების პერიოდში ჩვენი ტრენინგ-ცენტრი თანამშრომლებს სთავაზობს საზაფხულო სკოლას მათი შვილებისთვის. 12-16 წლის მოზარდთა ჯგუფისთვის თვის განმავლობაში იმართება თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ინფორმატიკის საფუძვლების, ტექნოლოგიებისა და პროგრამირების ენების შესახებ.

Შემოგვიერთდი ეხლავე!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV აქ მომავალი ვაკანსიებისთვის