შეუძლებელია, ინოვაციის კულტურა აშენდეს “ზემოდან”, ის შეიძლება მხოლოდ კულტივირდეს და გამოიზარდოს საზიარო ღირებულებებით გაერთიანებულ კოლექტივში. ISsoft-ში მუშაობისას, შეგიძლიათ, გქონდეთ კომპანიის მხრიდან ისეთ საქმეში მხარდაჭერის იმედიც კი, როგორიცაა საკუთარი სტარტაპი. ინოვაციური აზროვნება და პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის გააზრება – ჩვენი კომპანიის წარმატებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი უნარია, რამეთუ ჩვენი კლიენტებისთვის ჩვენ ვართ არა მხოლოდ შემსრულებლები, არამედ პარტნიორები და კონსულტანტებიც.
ISsoft-ის თითოეულ თანამშრომელს შეუძლია, წარადგინოს თავისი პროექტის იდეა Innovation Sandbox-ში და მიიღოს განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერა. Innovation Sandbox ეხმარება სტარტაპებს, გაანალიზონ ბაზრები და კონკურენტები, განსაზღვრონ სამიზნე აუდიტორია, ჩამოაყალიბონ უნიკალური კონკურენტული უპირატესობები და პროდუქტის ღირებულება და მრავალი სხვა.
ყოველ ექვს თვეში ერთხელ ISsoft-ის სტარტაპ-ინკუბატორში მიმდინარეობს პროექტების შერჩევა. Innovation Sandbox-ის ფარგლებში, პროგრამის მონაწილეები ესწრებიან სასწავლო სემინარებს, ვორქშოფებს, ტრენინგებს, ამოწმებენ ჰიპოთეზებს, მუშაობენ პროდუქტის შემუშავების და მონეტიზაციის სტრატეგიებზე და, რაღა თქმა უნდა, შეიმუშავებენ პროტოტიპს ან MVP-ს.
პროექტის ლიდერს შეუძლია, პროექტებზე სამუშაოდ გუნდში მოიწვიოს კოლეგები ISsoft-ის სხვადასხვა ოფისიდან. Innovation Sandbox-ის მონაწილე ყველა გუნდი წარადგენს თავის პროექტს ექსპერტების წინაშე, რომლებიც წარმოადგენენ ISsoft-ის კლიენტებსა და თანამშრომლებს. სამი გამარჯვებული პროექტი ყოველ 6 თვეში ერთხელ იღებს კომპანიისგან ფინანსურ მხარდაჭერას.
Innovation Sandbox-ში დიმიტრი მოვიდა იდეით, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც გააკონტროლებდა ჯანმრთელობას, იწინასწარმეტყველებდა გულის ინფარქტს და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს გამოუძახებდა დახმარებას. 2019 წლის ივლისში Demo Day-ზე გამარჯვების შემდეგ დიმიტრიმ, გუნდთან ერთად, მიიღო მონაწილეობა სტარტაპ-ღონისძიებებში, შექმნეს MVP და მიიღეს განათლება გერმანულ ინკუბატორში Vision Health Pioneers.
თავდაპირველი იდეა გადაიზარდა Digital Health application-ში, რომელსაც ექიმები უნიშნავენ პაციენტებს ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაკონტროლებლად. Innovation Lab გახდა დიმიტრისთვის იდეის რეალობაში განხორციელების ბიძგი, მისცა პროცესების გაგების საბაზისო ცოდნა დეველოპინგის მიღმა და პირველი ინვესტიციებიც.
Coherent Solutions/ISsoft-ის ბულგარეთის ოფისის წარმომადგენელმა QA Automation Engineer-მაISsoft ალექსანდრ პეცორანსკიმ Demo Day #6-ზე მოიპოვა გამარჯვება eMarketChain-ის პროექტით, რომელიც გულისხმობდა e-commerce-ს პლატფორმის შექმნას ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებით, იგი იძლევა საშუალებას, აარიდოთ თავი შუამავლების საკომისიოებს და მომხმარებლებს პროდუქტი საუკეთესო ფასში შესთავაზოთ. პროექტის ავტორი თვლის, რომ მისი იდეა საკმაოდ გამჭრიახი იყო – პლატფორმის მეშვეობით ალექსანდრმა შეძლო ელექტრონული კომერციის ისეთი ლიდერებისთვის გაეწია კონკურენცია, როგორებიცაა: Amazon, eBay და Alibaba.
ალექსანდრეს გადაწყვეტილების კონკურენტული უპირატესობა ემყარება EMAC ტოკენის ინტეგრაციას, რაც ხელს უწყობს იმას, რომ გაყიდვების პლატფორმაზე ყველა გადახდა იყოს მყისიერი და უსაფრთხო. გარდა ამისა, ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენება საშუალებას მოგცემთ, გვერდი აუაროთ გადახდის სისტემებისა და ონლაინ მაღაზიების საკომისიოებს, რითაც მნიშვნელოვნად შეამცირებთ საქონლის ღირებულებას საბოლოო მომხმარებლისთვის.
Demo Day #5-ზე საუკეთესო აღმოჩნდა რომან კუჩუკის პროექტი სატრანსპორტო ლოჯისტიკის სფეროდან. ეს არის “ვირტუალური ასისტენტი”, რომელსაც შეუძლია დაზოგოს ლოჯისტის მუშაობის დრო და დაეხმაროს მძღოლს მარშრუტის არჩევაში ონლაინ რეჟიმში საგზაო ცვლილებების გაანალიზების მეშვეობით.
რომანის თქმით, მისი მიზანი არ იყო Demo Day-ს მოგება, მას აინტერესებდა, თუ რითი შეძლებდა დახმარებოდა მისი პროექტის განვითარება ISsoft-ს. ასეც გამოვიდა: რომანის გუნდმა თავიდან გადახედა ფინანსურ გეგმას და განაახლა ბიზნეს-მოდელი, პარალელურად კი აგრძელებდა კოდის წერას და მართავდა შეხვედრებს პოტენციურ პარტნიორებთან. ამ პერიოდში მოხერხდა დაკავშირება ბალტიურ კომპანიებთან, MapOn-თან და Ruptela-თან, რომლებიც მუშაობენ GPS-გადაწყვეტილებებზე ავტოტრანსპორტის მონიტორინგისთვის. ისინი ასევე დაგვეხმარნენ, დაგვემტკიცებინა ჰიპოთეზა, რომ ასეთ პროდუქტს ბაზარი ნამდვილად საჭიროებს..