AI და კომპიუტერული სწავლება

ჩვენი ექსპერტიზა

ჩვენ მივესალმებით ნოვატორულ იდეებს და მხარს ვუჭერთ ინოვაციებს ჩვენი გუნდის მუშაობის პროცესში. AI-ისა და კომპიუტერული სწავლების სფეროში ვიკვლევთ გამოსახულების დამუშავების, კომპიუტერული მხედველობისა და ბუნებრივი ენის დამუშავების მიმართულებებს.

გამოსახულებათა დამუშავება და კომპიუტერული მხედველობა

ISsoft-ის ინჟინერები იკველვენ გამოსახულებათა და ვიდეომასალის დამუშავების ტექნოლოგიებს როგორც რეალურ დროში, ასევე ოფლაინ-რეჟიმში – დაწყებული დაუცველობის სკანერებიდან და სპორტული ტრეკერებიდან, ობიექტთა ინტელექტუალური მონიტორინგით დამთავრებული. ჩვენი R&D მიდგომა ML – ინჟინერებს ისეთი ინტელექტუალური ML-მეთოდების შემუშავებას შთააგონებს, რაც უზრუნველყოფს გამოსახულებასა და ვიდეომასალაზე დაყრდნობით გადაწყვეტილების მიღების რთული პროცესების ავტომატიზირებას. R&D ლაბორატორიებში ჩვენ შევიმუშავებთ და ვხვეწთ ტექნოლოგიებს და ვაპროექტებთ შემდეგ სისტემებს:

  • სახის ამოცნობის;
  • ობიექტთა აღმოჩენისა და გამოყოფის;
  • ობიექტთა თვალთვალის;
  • სახის შეცვლის / face swap;
  • ბიომეტრული იდენტიფიკაციის.

ბუნებრივი ენის დამუშავება

ISsoft-ის ML-ინჟინერები ატარებენ ინოვაციურ კვლევებს და იყენებენ ნოვატორულ მეთოდებს, რათა ML – მოდელებისა და ალგორითმების ბაზაზე შექმნან პროგრამული უზრუნველყოფა არასტრუქტურირებული წერითი და ზეპირი მეტყველების ამოცნობისა და დამუშავებისთვის. ჩვენი R&D ლაბორატორიების პროექტები მიმართულია გამოსავლის მოძიებისკენ:

  • საძიებო მოთხოვნათა ოპტიმიზაციისათვის;
  • სარეკომენდაციო სერვისებისათვის;
  • გაყიდვის მოცულობათა პროგნოზირებისათვის;
  • კლიენტების გადინების პროგნოზირებისათვის;
  • საწყისი კოდის შემოწმებისათვის დაუცველობების არსებობაზე;
  • ტექსტის მეტყველებაში გარდასაქმნელად;
  • მეტყველების ტექსტში გარდასაქმნელად;
  • მომხმარებელთა საძიებო სისტემებისათვის.

კომპიუტერული სწავლება სხვადასხვა ინდუსტრიებში

ჯანდაცვა

  • ინდივიდუალური ონლაინ-კონსულტაცია და მკურნალობა
  • სამედიცინო სპეციალისტების სწავლების პროცესში რობოტექნიკის გამოყენება
  • პერსონალური ინფორმაციის შენახვის სიმარტივე
  • დაავადებათა ეფექტური პროფილაქტიკა და დიაგნოსტიკა
  • ML-ის ინტეგრაცია ახალი მედიკამენტების შექმნისა და წარმოების პროცესში

განათლება

  • საგაკვეთილო პროცესის განრიგის შექმნის ოპტიმიზაცია
  • სასწავლო პროცესის გამარტივება
  • ვირტუალური სწავლება
  • საგანმანათლებლო პროცესის პერსონალიზაცია
  • Smart-კონტენტის შექმნა

მარკეტინგი

  • კლიენტის მოთხოვნათა სიღრმისეული გააზრება
  • კონტენტის შექმნა ანალიტიკის საფუძველზე
  • ბაზრის ქცევისა და გაყიდვების ზუსტი პროგნოზირება
  • მარკეტინგული კამპანიების ოპტიმიზაცია
  • ახალი შეხედულებები პროდუქტის პოზიციონირების გაუმჯობესებისთვის
  • კლიენტთა გადინების შემცირება
  • ფულადი ტერმინალების smart-სისტემები
  • მარკეტინგზე დანახარჯების შემცირება ROI-ის გასაზრდელად

ელექტრონული ვაჭრობა

  • პოტენციური კლიენტების რეტარგეტინგი
  • ვირტუალურ დამხმარეთა და ჩატ-ბოტების ინტეგრაცია
  • ყიდვის პროცესის მორგება
  • გაყალბებული შეფასებების ფილტრაცია
  • გაყიდვის პროცესთა ავტომატიზაცია
  • პროდუქციის ძებნის გაუმჯობესება

ML-ის დანერგვის ინოვაციური სტრატეგია

მონაცემების ანალიზი

ჩვენ ვსწავლობთ კლიენტის ბიზნესს და მონაცემთა ინტელექტუალური ანალიზის მეთოდების გამოყენებით ვაწვდით მონაცემთა ნაკრებებს ML მოდელების შესაქმნელად. პროგრამირების ინსტრუმენტების გამოყენებით თანმიმდევრობების კლასიფიცირებისა და ანალიზის გზით, ჩვენი Data scientists გამოყოფენ ინფორმაციას დაუმუშავებელი პარამეტრების დიდი მასივიდან და ამზადებენ ხარისხიან მონაცემებს ML მოდელების სწავლების ალგორითმების შესაქმნელად.

მოდელირება და სწავლება

ჩვენ ვქმნით და ვასწავლით კომპიუტერული დასწავლის მოდელებს ხელოვნური ინტელექტის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შესამუშავებლად. ჩვენი სპეციალისტები იყენებენ როგორც წინასწარ დასწავლილ მოდელებს, ასევე ქმნიან მათ შეკვეთით.

მათემატიკისა და ალგორითმების სფეროში ჩვენი ცოდნისა და R&D მიდგომის გაერთიანებით, ჩვენ ვამოწმებთ გადაწყვეტილების მიღებისთვის განკუთვნილ ML მოდელების ფრეიმვორკებს. ISsoft-ის გუნდი აფასებს, თუ როგორ ასრულებენ არჩეული მოდელები მოსალოდნელ ბიზნეს-ამოცანებს და ასწავლიან ML მოდელებს როგორც ქლაუდ მომსახურების გამოყენებით, როგორიცაა Amazon SageMaker, ასევე საკუთარი აპარატურის საშუალებით.

კონსულტაცია და დაყენება

ML მოდელების შექმნისას ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ კომპიუტერული დასწავლის ალგორითმების ოპტიმიზაციასა და შერჩევას. დეტალურად ვაანალიზებთ ჩვენი კლიენტების პრობლემებს და ვუწევთ კონსულტაციას ML მოდელების ოპტიმიზაციის ყველაზე ეფექტური რეჟიმის შესახებ.

ჩვენ ასევე ვიკვლევთ ML – ტექნოლოგიების ინტეგრაციის მქონე პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებისკენ მიმართული პროექტების ოპტიმალურ სტრატეგიებს. ჩვენი Data Scientists და ML – ინჟინერები აპროექტებენ შესაძლო შაბლონებს, რეკომენდაციას უწევენ ტექნოლოგიურ ნაკრებებს, აფასებენ არქიტექტურას და კონსულტაციას უწევენ კლიენტებს პროექტის სხვა ტექნიკურ ასპექტებში.

შექმნა და დანერგვა

ISsoft-ის გუნდი დეტალურად იკვლევს კომპიუტერული დასწავლის მოდელის დანერგვის პროცესს თანამედროვე AI-გადაწყვეტილებების შესაქმნელად და მათი ინტეგრაციისათვის კორპორატიულ პროგრამებში.

ჩვენ ვიყენებთ R&D მიდგომას ML მოდელების პროექტირების, დასწავლისა და დანერგვისთვის Amazon SageMaker-ისა და Microsoft Azure ML-ის გამოყენებთ. ჩვენი ML-დეველოპერები აგროვებენ მონაცემებს, ასევე ასწავლიან და განათავსებენ მოდელებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ მოდელების მაღალ სიზუსტეს შრომით გარემოში ტესტირების, შეცდომების გამოსწორებისა და მისი მუდმივი დახვეწის, გაუმჯობესების გზით.

განთავსება და ჰოსტინგი

პროგრამული განთავსებისა და ჰოსტინგის პროცესი – პლატფორმაზე მოდელის შექმნიდან მის უწყვეტ ტესტირებამდე – წარმოადგენს R&D პროცესისა და ჩვენი კომპანიის განუყოფელ ნაწილს. ჩვენი Data Scientists იკვლევენ და აკონტროლებენ ML მოდელების ყველა ასპექტს ქლაუდზე განთავსებისას. ML მოდელის ვებ-სერვისისად განთავსებით, ჩვენ საწყის კოდს ვინახავთ ცალკეულ კონტეინერში, ისეთი პოპულარული პლატფორმების გამოყენებით, როგორებიცაა Amazon Web Services ან Microsoft Azure.

ტექნოლოგიების ნაკრები

პროგრამირების ენა

კომპიუტერული დასწავლის ბიბლიოთეკები

ML – პლატფორმები

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ