თავისი საქმით გატეცებული პროფესიონალთა გუნდი

ჩვენზე

2003 წლის დასაწყისი
2003 წლის გაზაფხული
2003 წლის შემოდგომა
2004 წლის ბოლო
2005 წლის დასაწყისი
2005 წლის გაზაფხული
2005 წლის ზაფხული
2006 წლის გაზაფხული
2006 წლის ბოლო
2007 წლის ზაფხული
2010 წლის დასაწყისი
2012 წლის შემოდგომა
2013 წლის ზაფხული
2013 წლის ბოლო
2015 წლის ზაფხული
2015 წლის ბოლო
2017 წლის გაზაფხული
2017 წლის ზაფხული
2017 წლის ბოლო
2018 წელი
2018 წლის ზაფხული
2019 წლის ზაფხული
2019 წლის შემოდგომა
2019 წლის შემოდგომა
2020 წლის გაზაფხული
2020 წლის ზამთარი
2021 წლის ზამთარი
2021 წლის ზაფხული

მიუხედავად ოკეანისა და 8000 კმ მანძილისა, ბავშვობის ორმა მეგობარმა, იგორმა და საშამ, გადაწვიტეს შეექმნათ საერთო ბიზნესი IT სფეროში.

ქალაქ მინსკში, სტოროჟევსკის ქუჩაზე მდებარე ბინაში დაიწყო მუშაობა ექვსი კაცისგან შემდგარმა ISsoft-ის პირველმა გუნდმა. დღეს, მრავალი წლის შემდეგ, ხუთი მათგანი აგრძელებს კომპანიაში მუშაობას.

პირველი მგზავრობა აშშ-ში კლიენტ John Deere-თან. გადაჯდომისას იკარგება გუნდის მთელი ბარგი, სადაც იყო ნოუთბუქი კლიენტისთვის განკუთნილი ნამუშევრებითა და პრეზენტაციებით.

პირველი კრიზისი. დამთავრდა John Deere-თან გაფორმებული პროექტი, კომპანიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი დარჩა უმუშევარი.

წარმატებით მოეწერა ხელი კონტრაქტებს რამდენიმე მნიშვნელოვან კლიენტთან. უმრავლესობა დღემდე აგრძელებს თანამშრომლობას ISsoft-თან. არცერთი თანამშრომელი არ განთავისუფლებულა სამსახურიდან.

ISsoft ხდება Gold Microsoft Partner.

კომპანია გადადის ახალ ოფისში მინსკში, ჩაპაევის ქ. N5, სადაც იკავებს რამდენიმე ოთახს მეოთხე სართულზე. დღესაც ISsoft-ის გუნდის ნაწილი აგრძელებს მუშაობას ამ შენობაში, თუმცა ახლა უკვე უკავია მისი ფართის 75%.

ხელი მოეწერა კონტრაქტს პატარა ამერიკულ სტარტაპ Lighthouse 1-თან, რომელიც დროთა განმავლობაში ხდება კომპანიის ყველაზე დიდი პროექტი და დღემდე წარმატებით იკავებს ამ ადგილს.

ISsoft-ის კომპანიაში მოვიდა მე-100 თანამშრომელი.

ISsoft მიიღეს პარკის მაღალ ტექნოლოგიათა რეზიდენტთა რიცხვში, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი კლასტერია IT და მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში.

იხსნება კომპანიის ტრენინგ-ცენტრი. აქ ყოველწლიურად ასობით თანამშრომელი იმაღლებს პროფესიულ დონეს ისე, რომ სამუშაოს არ ცდება.

ISsoft-ის კალათბურთის გუნდი მინსკში ხდება IT-სპარტაკიადის ჩემპიონი. შემდეგ წლებშიც ჩვენმა გუნდმა არაერთხელ განამტკიცა თავისი ტიტული.

ISsoft ხდება Amazon Web Services-ს პარტნიორი.

კომპანია პირველად ხვდება მსოფლიოს უმსხვილეს IT კომპანიათა რეიტინგის, Software 500-ის, რიცხვში. მას შემდეგ ISsoft ყოველწლიურად იწევს მაღლა რეიტინგში.

ISsoft-ის გუნდში უკვე 500-ზე მეტი სპეციალისტია.

კომპანია ხდება Xamarin Premier Partner.

იხსნება დეველოპერული ცენტრი ბრესტში (ბელორუსი).

კომპანია ხვდება პარკის მაღალი ტექნოლოგიების ტოპ-5 რეზიდენტს შორის.

ISsoft-ის კომპანია იზრდება 800 თანამშრომლამდე.

იხსნება დეველოპერული ცენტრი ბულგარეთში.

ISsoft მართავს პირველ ღია პროფესიონალურ ტექნოლოგიურ კონფერენციას – ISsoft Insights.

ISsoft-ის კომპანიაში 1000-ზე მეტი თანამშრომელია.

Amazon Web Services-თან ერთად მინეაპოლისში გაიმართა კონფერენცია Innovation 2019.

ISsoft-ს აქვს ახალი ოფისი მინსკში, გურსკის 44-ში.

პანდემიასთან ბრძოლის მეთოდის საპოვნელად ISsoft მართავს დისტანციურ ჰაკატონს – “Beat COVID-19”.

იხსნება დეველოპერული ცენტრები ლიეტუასა და უკრაინაში.

საფუძველი ეყრება საქველმოქმედო პროექტ Online Run Initiative-ს.

ISsoft-ის გუნდს უერთდება 1500-ე თანამშრომელი.

მოკლედ ჩვენ შესახებ

კომპანია ISsoft არის IT გადაწყვეტილებების ერთ-ერთი უმსხვილესი დეველოპერი აშშ-ს და დასავლეთ ევროპის ბაზრებზე. იგი დაარსებულია მინსკში 2004 წელს როგორც ამერიკული კორპორაციის, Coherent Solutions, Inc.-ის, შვილობილი კომპანია. საქართველოში ISsoft-ის ოფისები გაიხსნა 2022 წელს.

ISsoft-ის დეველოპერული ცენტრები ითვლის 2200 2000-ზე მეტ კვალიფიციურ თანამშრომელს. კომპანია ყოველწლიურად შედის შემდეგ რეიტინგებში: Inc.5000, Software 500, Fast 50 Minneapolis. ISsoft-ის ინჟინრების მიერ რეალიზებულია 1000-ზე მეტი პროექტი სხვადასხვა სფეროებში: ფინანსები, დაზღვევა, მედიცინა, საავტომობილო წარმოება, გართობის ინდუსტრია, ტურიზმი და მოგზაურობა. კომპანიის კლიენტები არიან John Deere, Daikin Applied, Videology და სხვა ცნობილი ბრენდები.

კორპორატიული ფასეულობები

ჩვენი ფასეულობები არის მყარი ფუნდამენტი, რაზეც ეყრდნობა ISsoft-ის მუშაობა.
სწორედ ამ ფასეულობებით ვხელმძღვანელობთ კორპორატიული სტრატეგიების დასახვისას და საქმიანობის მიმართულების არჩევის დროს. ისინი გვეხმარებიან სწორ გზაზე დადგომაში, მართებული გადაწყვეტილებების მიღებასა და საჭირო თანამშრომლებისა და კლიენტების მოზიდვაში.

P
Passion for excellence / სრულყოფილებისკენ სწრაფვა
ჩვენ მზად ვართ რისკებისთვის, რათა განვვითარდეთ, თუნდაც დავალებების შესრულება კომფორტის ზონის მიღმა მოგვიწიოს. ახალი ცოდნის მიღებისა და საკუთარი თავის გადალახვის სურვილით შეპყრობილნი ყოველთვის ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს თვითგანვითარებისთვის.
I
Integrity and professionalism / რეპუტაცია, სამართლიანობა და პროფესიონალიზმი
სამართლიანობა, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი მუშაობაში - ყველანაირი გამონაკლისის გარეშე.
C
Customer focused / ფოკუსირება კლიენტის წარმატებაზე
მომსახურების უმაღლეს, მსოფლიო დონეზე, მიწოდება. ჩვენი მთელი ყურადღება მიპყრობილია კლიენტთა პრობლემებსა თუ წარმატებაზე, მათ მოთხოვნებსა და მოლოდინებზე.
T
Team above self / გუნდის ინტერესები უპირველესია
გუნდის სასიკეთოთ ჩვენ მზად ვართ, შევწიროთ ჩვენი დრო, სიმყუდროვე და კომფორტი. ჩვენსაზე უფრო მეტად ვზრუნავთ მთლიანად გუნდის წარმატებაზე.
R
Results oriented / საბოლოო შედეგზე ორიენტირება
პოლიტიკა რჩება ჩვენი სამუშაოს მიღმა. თანამშრომლები ორიენტირებულნი არიან ხარისხიანი პროდუქტის შექმნაზე. ისინი ფოკუსირებულნი არიან შედეგზე, თუმცა ფინალამდე მისასვლელი გზის არჩევისასაც ინარჩუნებენ გამჭრიახობას. მუშაობის პროცესის შესაფასებლად, შეძლებისდაგვარად, გამოიყენება რაოდენობრივი მაჩვენებლები.
ჯილდოები და დამსახურებები

კომპანია ISsoft ყოველწლიურად იღებს მაღალ შეფასებებს რეიტინგებში – Software 500, Inc. 5000. ასევე აღიარებულია მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიების დამსახურებულ პარტნიორად მოხარულნი ვართ, ჩვენს საამაყო კომპანიაში შევთავაზოთ თანამშრომლებს თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამუშაო.

გამოხმაურებები

როგორ არის ორგანიზებული სამუშაო ISsoft-ში? რას უნდა მიაქციონ ყურადღება დამწყებებმა? რითი განსხვავდება ISsoft სხვა კომპანიებისგან? რატომ გვიყვარს ჩვენი სამუშაო? ამ და სხვა კითხვებზე გიპასუხებენ ISsoft-ის თანამშომლები.

ხელმძღვანელობა
საქართველო
აშშ
ბელორუსი
ბულგარეთი
უკრაინა
ლიეტუა
რუმინეთი
მოლდოვეთი
პოლონეთი
მექსიკა
ანა მეტრეველი
General Manager
იგორ ეპშტეინ
President & Chief Executive Officer
რობერტ დაფფ
Chief Operating Officer
მაკსიმ ბელოვ
Chief Technology Officer
მაიკლ კიტტოკ
VP of Strategic Account Management
კემი ჰოლც
VP of Business Development
ალეკსანდრ შნეერსონ
General Manager
გენადი ჩერკეს
Technical Director
ევგენი სინკევიჩ
Director of Delivery
ანდრეი იურევიჩ
Director of Career Development
ბოიან ანტონოვ
General Manager
დმიტრი სენნიკოვ
General Manager
ლინა შუმეტე
General Manager
ალინა სანდრუ
General Manager
მაკსიმ სანდუ
General Manager
გჟეგოჟ პიატოვსკი
General Manager
ივან ლავრინოვიჩ
Deputy General Manager & Delivery Manager
სილვინო ლეონ
General Manager
შეუერთდი გუნდს!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ
გამოაგზავნეთ თქვენი CV აქ მომავალი ვაკანსიებისთვის