კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ის (შემდგომში „ჩვენ“ ან „ჩვენი“) საიტის https://issoft.ge/ (შემდგომში „სერვისი“) გამოყენებამდე, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებას.
თქვენი წვდომა და სერვისით სარგებლობა განპირობებულია თქვენს მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების მიღებითა და დაცვით. წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელსა თუ სხვა პირზე, რომელსაც აქვს სერვისზე წვდომა ან არის მისი მომხმარებელი.
სერვისზე წვდომის განხორციელებით ან მისი გამოყენებით, თქვენ იძლევით თანხმობას წინამდებარე შეთანხმების პირობების დაცვაზე. თუ თქვენთვის არ არის მისაღები ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი, მაშინ თქვენ არ გექნებათ სერვისზე წვდომის უფლება.
ინტელექტუალური საკუთრება
სერვისი,ფუნქციონალი და მისი უნიკალური კონტენტი არის და იქნება კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ისა და მისი ლიცენზიარების ექსკლუზიურ კუთვნილებაში. სერვისი დაცულია აშშ-ს, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების საავტორო უფლებებით, სავაჭრო ნიშნებითა და სხვა კანონებით.კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე, ჩვენი სავაჭრო მარკებისა და საფირმო სტილის გამოყენება დაუშვებელია სხვა პროდუქტთან და სერვისთან მიმართებაში.
აქ მოხსენიებული რეალური კომპანიებისა და პროდუქტების დასახელებები, შესაძლოა იყოს მათი შესაბამისი მფლობელების სავაჭრო მარკები.
აქ აღწერილი კომპანიების, ორგანიზაციების, პროდუქტების, ადამიანებისა და მოვლენების მაგალითები არის ფიქტიური. არანაირი კავშირი რომელიმე არსებულ კომპანიასთან, ორგანიზაციასთან, პროდუქტთან, ადამიანთან ან ღონისძიებასთან არ არის და არ უნდა იყოს ნაგულისხმევი.
ნებისმიერი უფლება, რომელიც აქ პირდაპირი ფორმით არ არის მოცემული, დაცულია.
ბმულები სხვა ვებ-საიტებზე
ჩვენი სერვისი შეიძლება მოიცავდეს ბმულებს მესამე მხარის ვებსაიტებსა ან სერვისებზე, რომლებიც არ ეკუთვნის ან არ იმართება კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC-ის მიერ.
Coherent Solutions Issoft Georgia LLC არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე მხარის ვებ-საიტების ან სერვისების კონტენტზე, კონფიდენციალურობის პოლიტიკასა თუ საქმიანობაზე. თქვენ ასევე აცნობიერებთ და ეთანხმებით, რომ Coherent Solutions Issoft Georgia LLC არ არის პასუხისმგებელი ან ვალდებული, პირდაპირ ან ირიბად, რაიმე ზიანის ან ზარალის მიმართ, რომელიც გამოწვეულია ან სავარაუდოდ იქნება გამოწვეული ან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ,საქონლის ან მომსახურების გამოყენებასთან ან სანდოობასთან, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ასეთი ვებ-საიტის, თუ მომსახურების საშუალებით.
იდენტიფიკაცია
თქვენ თანხმდებით, აანაზღაუროთ და არ დაუშვათ კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC , მისი ლიცენზიატებისა და ლიცენზიარების, თანამშრომლების, კონტრაქტორების, აგენტების, თანამდებობის პირებისა თუ დირექტორების მიმართ ზარალის მიყენება, ასევე, დაიცვათ ყველა სახის პრეტენზიებისაგან, ზიანისგან, ვალდებულებებისგან, დანაკარგებისგან, ვალდებულებებისგან, ხარჯებისგან და დავალიანებისგან(ადვოკატთა ჰონორარების ჩათლით, და არამხოლოდ), რომლებიც გამოწვეულია ა) თქვენი სერვისის გამოყენებისა და მასზე წვდომის შედეგად ან ბ) წინამდებარე შეთანხმების დარღვევით.
პასუხისმგებლობის შეზღუდვები
კომპანიას Coherent Solutions Issoft Georgia LLC, მის დირექტორს, თანამშრომლებს, პარტნიორებს, აგენტებს, მომწოდებლებსა თუ შვილობილ კომპანიებს, არცერთ შემთხვევაში არ აქვთ ვალდებულება რაიმე არაპირდაპირი, შემთხვევითი, სპეციალური, შედეგად განვითარებულ ან საჯარიმო სანქციებზე, მათ შორის, გამონაკლისის გარეშე, დაკარგულ მოგებაზე, მონაცემთა დაკარგვაზე, ზარალზე, ფუნქციებისა და საქმიანი რეპუტაციის დაკარგვაზე ან სხვა არამატერიალურ დანაკარგზე, რომელიც გამოწვეულია: (I) სერვისზე თქვენი წვდომით ან სარგებლობით, წვდომის ან სარგებლობის უუნარობით; (II) ნებისმიერი მესამე მხარის ნებისმიერი მოქმედებით ან კონტენტით სერვისზე; (III) მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ნებისმიერი ინფორმაციით; (IV) მონაცემთა გადაცემით ან ინფორმაციის უნებართვო წვდომით, გამოყენებითა თუ შეცვლით ,იმისდა მიუხედავად, დაფუძვნებულია თუ არა ისინი გარანტიაზე, კონტრაქტზე, დელიქტზე (დაუდევრობის ჩათვლით) ან კანონის ნებისმიერ სხვა სამართლებრივ თეორიაზე, იმისდა მიუხედავად, ინფორმირებულები ვართ თუ არა ასეთი ზარალის მიყენების შესაძლებლობის შესახებ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ აქ ჩამოთვლილი სამართლებრივი დაცვის საშუალება აღმოჩნდა უფუნქციო თავისი ძირითადი მიზნის შესრულებაში.
უკანონო ან აკრძალული გამოყენება
როგორც სერვისით სარგებლობის პირობა, კომპანიას Coherent Solutions Issoft Georgia LLC აძლევთ გარანტიას, რომ თქვენ არ გამოიყენებთ მომსახურებას სხვა მიზნებისთვის, რომელიც არის უკანონო ან აკრძალული წინამდებარე პირობებით , მდგომარეობებითა და შეტყობინებებით. თქვენ არ გაქვთ უფლება ისარგებლოთ სერვისით ისეთი გზით, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მომსახურების დაზიანება, გამორთვა, გადატვირთვა, ხარისხის გაუარესება ან შეუშალოს ხელი ნებისმიერი მესამე მხარის მიერ მომსახურების გამოყენებას ან სერვისით სარგებლობის უფლებას. მომხმარებელს არ აქვს უფლება დაეუფლოს ან სცადოს დაეუფლოს ნებისმიერ მონაცემს ან ინფორმაციას ნებისმიერი საშუალებით, რომელიც თავდაპირველად არ იყო განკუთვნილი ამ მიზნებისთვის.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს გავამჟღავნოთ ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ნებისმიერი მოქმედი კანონის, რეგულაციის, სამართლებრივი პროცესის ან სამთავრობო მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, და შევცვალოთ, უარვყოთ რაიმე ინფორმაციის ან მასალის განთავსება ან წაშლა, მთლიანად ან ნაწილობრივ, ჩვენი შეხედულებისამებრ.
უარი პასუხისმგებლობაზე
მომხმარებელი მხოლოდ პასუხისმგებელია სერვისის გამოყენებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რისკზე. სერვისი უზრუნველყოფილია „როგორც არის“ საფუძველზე. სერვისი უზრუნველყოფილია რაიმე სახის გარანტიის გარეშე, მათ შორის გამოხატული ან ნაგულისმევი, მაგრამ არ შემოიფარგლება, ვაჭრობის, კონკრეტული მიზნისთვის ვარგისიანობის, კანონის არადარღვევის ან შესრულების შესახებ ნაგულისხმევი გარანტიებით.
კომპანია Coherent Solutions Issoft Georgia LLC, მისი შვილობილი კომპანიები, ფილიალები და ლიცენზიარები არ იძლევიან გარანტიას, რომ: ა) მომსახურება იფუნქციონირებს შეუჩერებლივ, უსაფრთხოდ ან იქნება ხელმისაწვდომი ნებისმიერ დროს ან ადგილას; ბ) ყველა შეცდომა და დეფექტი იქნება გამოსწორებული; გ) სერვისი არ შეიცავს ვირუსებს ან სხვა არასასიამოვნო კომპონენტებს; ან დ) სერვისით სარგებლობის შედეგები დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს.
გამონაკლისები
ზოგიერთი იურისდიქცია კრძალავს ზოგიერთი გარანტიის გამორიცხვას ან არაპირდაპირ ან შემთხვევით ზარალზე პასუხისმგებლობის შეზღუდვას ან გამორიცხვას, ამიტომ ზემოაღწერილი შეზღუდვები შეიძლება თქვენზე არ ვრცელდებოდეს.
მარეგულირებელი კანონმდებლობა
წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმება რეგულირდება და იმართება ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და სხვა ქვეყნების კანონმდებლობებით საკანონმდებლო მდგომარეობის გათვალისწინების გარეშე.
წინამდებარე სამომხმარებლო შეთანხმებით გათვალისწინებული რაიმე უფლების ან დებულების შეუსრულებლობა არ ჩაითვლება ამ უფლებებზე უარის თქმად. თუ წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ მიიჩნევა ბათილად ან ძალის არმქონედ, წინამდებარე შეთანხმების დანარჩენი დებულებები დარჩება ძალაში. წინამდებარე შეთანხმება წარმოადგენს ჩვენ შორის სრულ შეთანხმებას სერვისთან მიმართებაში და ანაცვლებს ჩვენ შორის არსებულ ნებისმიერ წინა შეთანხმებას სერვისთან დაკავშირებით.
ვალდებულებათა მოქმედების შეწყვეტა/წვდომის შეზღუდვა
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ჩვენი შეხედულებისამებრ, შევწყვიტოთ თქვენი წვდომა სერვისზე ან მის რომელიმე ნაწილზე გაფრთხილების გარეშე ნებისმიერ დროს.
ცვლილებები
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ნებისმიერ დროს ჩვენი შეხედულებისამებრ შევცვალოთ ან ჩავანაცვლოთ წინამდებარე შეთანხმება.
კონტაქტები
თუ გაგიჩნდათ შეკითხვები წინამდებარე შეთანხმებასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დაგვიკავშირდეთ ელ. მისამართზე privacy@coherentsolutions.com