Coherent Solutions Issoft Georgia LLC დაარსდა 2022 წელს, როგორც Coherent Solutions. Inc (აშშ)-ის შვილობილი კომპანია. კომპანიის მთავარი მიზანი – ესაა შესაბამისი პირობების შექმნა კლიენტებისა და პარტნიორების ბიზნესის ზრდის, განვითარებისა და ღირებულების მატებისთვის.Coherent Solutions Issoft Georgia LLC უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებას პროექტის სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე.საქართველოში არსებული ჩვენი ოფისი ძალიან სწრად იზრდება და ამ ეტაპზე უკვე 80-ზე მეტ თანამშრომელს მოიცავს.Coherent Solutions წარმოადგენს საერთაშორისო კომპანიას მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევის 27 წლიანი გამოცდილებით. მას გააჩნია განვითარების ცენტრები ბელორუსში. მოლდოვაში, ლიეტუაში, ბულგარეთში, უკრაინაში, პოლონეთში, მოლდოვაში, მექსიკასა და საქართველოში და მოიცავს 2000-ზე მეტ კვალიფიციურ დეველოპერს. კომპანია ყოველწლიურად შედის პოპულარულ რეიტინგებში Inc 5000, Software 500, Clutch, Top Developers. ჩვენი ინჟინრების მიერ 1000-ზე მეტი პროექტი იქნა რეალიზებული დამკვეთებისთვის სხვადასხვა სფეროდან: ფინანსები, დაზღვევა, მედიცინა, საავტომობილო წარმოება, გართობის ინდუსტრია, ტურიზმი და მოგზაურობა. კომპანიის კლიენტები არიან John Deere, Daikin Applied, Videology, Life Time Fitness, Starkey Laboratories, MTS, Bluestem Brands და სხვა ცნობილი ბრენდები.