ვებ-დეველპმენტი

ვებ-დეველპმენტის მომსახურების სრული კომპლექტი

ISsoft ეხმარება კლიენტებს ნულიდან განავითარონ მასშტაბირებადი ვებ-გადაწყვეტილებები ან გარდაქმნან ძველი სისტემები თანამედროვე გადაწყვეტილებებად. ჩვენ გაძლევთ გარანტიას, რომ MVP-დან ფართომასშტაბიან პლატფორმებამდე ვებ-გადაწყვეტილებების შესაქმნელად მოგემსახურებათ პროფესიონალ დეველოპერთა გუნდი, ხოლო პროექტის რეალიზაციის პროცესი იქნება სრულებით გამჭვირვალე.

ფართომასშტაბიანი განაწილებული სისტემები

საწარმოს პროცესების ავტომატიზაციისთვის გთავაზობთ საიმედო ვებ-გადაწყვეტილებების შემუშავებას. ჩვენი სპეციალისტები ქმნიან სისტემებსა და აპლიკაციებს ბიზნეს-პროცესების ორგანიზების, რესურსებისა და მონაცემების მართვისთვის. ჩვენი მომხმარებლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ ვქმნით მასშტაბირებად გადაწყვეტილებებს, რომლებიც აკმაყოფილებს მათ ბიზნეს-მოთხოვნებს.

E-commerce გადაწყვეტილებები შეკვეთით

ვქმნით ნებისმიერი სირთულის და დატვირთვის ვებ-აპლიკაციებს ელექტრონული ვაჭრობისთვის. ჩვენი გუნდი ავითარებს პროგრამულ უზრუნველყოფას ვაჭრობის, უძრავი ქონების ან სასტუმროს დაჯავშნისთვის, payment gateway-სთვისა და თემატური პორტალებისთვის. ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს სამომხმარებლო გამოცდილების ადაპტირებაში მათ მოთხოვნებზე.

AI-ს ინტეგრაცია ვებ-აპლიკაციაში

AI კომპანიებს აძლევს საშუალებას, ვებ-მოწყობილობები გამოიყენონ ახალ დონეზე ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად. ის ამცირებს ხარჯებს და იზიდავს მეტ კლიენტს. ჩვენ ვქმნით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს AI-ზე დაფუძნებით, რათა კლიენტებმა მიაღწიონ თავიანთ ბიზნეს-მიზნებს. ჩვენს ვებ-დეველოპერებს აქვთ გამოცდილება პროექტირებასა და AI-ს ინტეგრაციაში ისეთ პროგრამულ უზრუნველყოფებში, როგორებიცაა:

  • ჩატ-ბოტები და ხმოვანი საძიებო სისტემები;
  • მაღალდატვირთული ვებ-პორტალები;
  • პერსონალური ციფრული ასისტენტები;
  • ინტერნეტ-მაღაზიები;
  • პროგრამული უზრუნველყოფა პროგნოზირებადი ანალიტიკისთვის;
  • პროგრამული უზრუნველყოფა კომპიუტერული ხედვის დანერგვით.

პროგრესირებადი ვებ-აპლიკაციები

პროგრესული ვებ-აპლიკაციები უზრუნველყოფს შესანიშნავ გამოცდილებას და ხელს უწყობს მომხმარებლის კმაყოფილების ამაღლებას მონაცემთა სწრაფი გაცვლისა და მოსახერხებელი სამომხმარებლო ინტერფეისის საშუალებით. ტექნოლოგიების ფართო სპექტრის გამოყენებით, მათ შორის Service Worker, Web App Manifest, HTTPS, app shell, push-შეტყობინებები და სხვა, ISsoft-ის ვებ-დეველოპერები ქმნიან მაღალი დონის PWA-ებს, რომლებიც მორგებულია მომხმარებლის საჭიროებებზე.

პროგრამული უზრუნველყოფა Real Time-ს რეჟიმში Big Data-ს შეგროვებისთვისა და ანალიზისთვის

Real-time ანალიტიკა არის ძლიერი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ეხმარება კომპანიებს, მიიღონ ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილება. ISsoft-ის გუნდი ეხმარება თავის კლიენტებს დიდი მონაცემების ანალიზისთვისა და ვებ-ანალიტიკისთვის ეფექტური პროგრამული უზრუნველყოფების შექმნაში, ასევე AI-ინსტრუმენტების შემუშვებაში ონლაინ-ვაჭრობის პერსონალიზაციისთვისა და ML-მოდელის ჩანერგვაში კომპლექსური პროგნოზირებისთვის.

ციფრული აქტივების მართვის სისტემები

ISsoft-ის გუნდი ქმნის ვებ-აპლიკაციების ფართო სპექტრს კლიენტთა ციფრული აქტივების ატვირთვის, შენახვის, მართვისა და გაცვლისთვის. ჩვენ ვქმნით საიმედო და უსაფრთხო სამომხმარებლო DAM-სისტემებს მედიისთვის, სარეკლამო ტექნოლოგიებისთვისა და სხვა ინდუსტრიებისთვის. ისინი მოიცავს IT სისტემებს:

  • ბრენდის აქტივების მართვისთვის;
  • ბიბლიოთეკის აქტივების მართვისთვის;
  • საწარმოო აქტივების მართვისთვის;
  • მიწოდების ჯაჭვის ორგანიზაციის ციფრული მომსახურებისთვის.

ჰიბრიდული მობილური აპლიკაციები

ჰიბრიდული აპლიკაციები უზრუნველყოფენ კომპლექსური სამომხმარებლო ინტერფეისის, მაღალი ეფექტურობისა და მოქნილობის შერწყმას. ჰიბრიდული აპლიკაციის არჩევით ჩვენი დამკვეთები იღებენ შემუშავების ჩქარ პროცესს, რომელიც აძლევს საშუალებას, გამოიტანონ პროდუქტი ბაზარზე დროისა და ბიუჯეტის ეკონომიით. ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ, შექმნან ჩქარი, ეკონომიური, მასშტაბირებადი ჰიბრიდული აპლიკაციები სხვადასხვა დომენებისთვის.

ტექნოლოგიების ცოდნა და გამოცდილება

ჩვენი გუნდი სრულყოფილად ფლობს თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პროგრამირების ენებს და აწვდის ვებ-საიტების შექმნის ხარისხიან პროფესიონალურ მომსახურებას დაკვეთით. ჩვენი ტექნიკური ექსპერტიზა მოიცავს: :

კომპლექსური ვებ-დეველოპმენტი ISsoft-ში

ვებ-დეველოპმენტი ISsoft-ში მოიცავს მომსახურებათა მთელ ციკლს – კონცეფციისა და პროტოტიპის შექმნიდან ტექნიკურ მხარდაჭერამდე. კომპლექსური მიდგომა აძლევს კლიენტებს საშუალებას, მთლიანად მიანდონ ვებ-აპლიკაციის შემუშავების ყველა ასპექტი ჩვენს გუნდს.

ჩვენი ინჟინრები კარგად ერკვევიან წამყვან ტექნოლოგიებსა და ტენდენციებში. ჩვენ ვიყენებთ Angular, React და Ruby ვებ-ფრეიმვორქებს და მკაცრად მივყვებით ინსტრუქციებს კოდის ხარისხის შესანარჩუნებლად.

ISsoft-ის Back-end დეველოპერები ქმნიან ვებ-აპლიკაციის ბირთვს მეტი შესაძლებლობების მქონე, სანდო გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. ჩვენი დეველოპერთა გუნდები იყენებენ RESTful API-ს და მიკროსერვისულ მიდგომდებს და წარმოადგენენ cloud-native-სა და cloud-ready-ს არქიტექტურის ექსპერტებს. ჩვენ ვაძლევთ კლიენტებს გარანტიას, რომ შევუქმნით მოქნილ და უსაფრთხო ვებ-აპლიკაციას გაფართოებული არქიტექტურული მონაცემებით.

ინდუსტრიული ექსპერტიზა

ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.

მრეწველობა

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ვაჭრობა

სოფლის მეურნეობა

მედია

ფიტნეს-ინდუსტრია

სარესტორნო ბიზნესი

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ