UX და UI დიზაინი

ჩვენი UX/UI სერვისები

ISsoft UX-ის ინჟინრები და UI-დიზაინერები ეხმარებიან ჩვენს კლიენტებს გაზარდონ მომხმარებლის ჩართულობის ხარისხი თავიანთ პროდუქტში და აქციონ ახალი იდეები მზა გადაწყვეტილებებად. პოზიტიური UX-ის შექმნა არის ISsoft-ის პროექტების ერთ-ერთი საკვანძო მიზანი, რის გამოც ჩვენი UX და UI გუნდები აერთიანებენ მრავალი წლის განმავლობაში შეგროვებულ პრაქტიკასა და გამოცდილებას, რათა შექმნან ინტუიციური და მოსახერხებელი ინტერფეისი. ჩვენ ვქმნით ინტუიციურ ინტერფეისებს, რომლებიც არა მხოლოდ აკმაყოფილებს ჩვენი კლიენტების ბიზნეს მოთხოვნებს, არამედ აჭარბებს მათ მოლოდინებს.

კვლევა და ანალიზი

პროდუქტის წარმატებული რეალიზაცია ბაზარზე განისაზღვრება კლიენტის ბიზნესში ჩართულობით, ბიზნესის უკეთ გაგებისთვის. მონაცემების სტრუქტურირებული ფორმით მიწოდებით ISsoft-ის UX ინჟინრები ეხმარებიან კლიენტებს სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების იდენტიფიცირებაში, გადაწყვეტილების მიღების გასამარტივებლად. საპროექტო გადაწყვეტილებების შესამოწმებლად ჩვენი გუნდი იყენებს კვლევის თვისობრივ და რაოდენობრივ მეთოდებს. ზოგიერთი მათგანი მოიცავს გამოკითხვებს, სამიზნე ჯგუფებს, ინტერვიუებსა და ვებ-ანალიტიკას.

გამოყენებადობის აუდიტი

შესანიშნავი UX და გამოყენებადობა ნებისმიერი პროგრამული უზრუნვეყოფის განუყოფელი ნაწილია. მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, ჩვენ ყოველმხრივ ვიკვლევთ IT გადაწყვეტილებებს და ვაფასებთ პროდუქტის გამოყენებადობას აუდიტის მეშვეობით. ISsoft-ის UX-ის ინჟინრები უზრუნველყოფენ ხარისხიან მომსახურებას აუდიტის ნებისმიერ ეტაპზე – მომხმარებელთა დაკვალიანებით დაწყებული, დამთავრებული კლიენტის ქცევის ოპტიმიზაციისთვის საჭირო გადაწყვეტილებების შეთავაზებით.

იდეებისა და გადაწყვეტილებების ფორმირება

UX დიზაინში ეფექტური გადაწყვეტის პოვნა წარმოუდგენელია გონებრივი შტურმის გარეშე. სწორედ ამიტომ, ჩვენი UX გუნდები იკრიბებიან რეგულარულად, კლიენტის ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო IT-გადაწყვეტილებების შემუშავებისთვის. პროექტირების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, ჩვენი UX სპეციალისტები ქმნიან და ამოწმებენ იდეებს, რათა აქციონ ისინი პროდუქტისთვის სასარგებლო ფუნქციონალად.

UI-დიზაინი

ISsoft-ის მთავარი პრიორიტეტია, შექმნას ინტუიციური სამომხმარებლო ინტერფეისი კლიენტების მოზიდვის მიზნით. ჩვენ ვაერთიანებთ ანალიტიკურ მონაცემებსა და ჩვენს გამოცდილებას თანამედროვე სტანდარტებთან, რათა შევქმნათ ეფექტური და მოსახერხებელი ინტერფეისი, რომელიც აკმაყოფილებს კლიენტის ბიზნესის მოთხოვნილებებს და პროდუქტის ფუნქციონალურ შესაძლებლობებს. ჩვენ ვიმუშავებთ გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ციფრული პლატფორმისთვის, მათ შორის მოქნილი და ადაპტირებული ვებ-დიზაინის, დესკტოპის აპლიკაციების, iOS და Android აპლიკაციებისთვის.

სამომხმარებლო ტესტირება

სამომხმარებლო ტესტირება ნებისმიერი UX და UI დიზაინის შემუშავების განუყოფელი ნაწილია. იგი აფასებს იდეის ეფექტურობასა და გამოავლენს გამოყენებადობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, უზრუნველყოფს, რომ პროგრამულმა პროდუქტმა დააკმაყოფილოს სამიზნე აუდიტორიის მოთხოვნილებები. ISsoft-ის გუნდი ქმნის სამომხმარებლო ტესტირების სცენარებს, ამოწმებს პროდუქტს რეალური მომხმარებლის მოზიდვის გზით, აანალიზებს შედეგებს და გვთავაზობს გადაწყვეტილებებს UX-ის გასაუმჯობესებლად.

ტექნოლოგიების ფართო სპექტრი

დიდი გამოცდილება UX/UI დიზაინში

ISsoft-ის გუნდის ტექნიკური ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება საშუალებას აძლევს ჩვენს UX და UI დიზაინერებს შეიმუშაონ ინტერფეისების ფართო სპექტრი სხვადასხვა ბიზნეს სფეროებისთვის.

Enterprise-აპლიკაციები
ვებ-საიტები და E-Commerce გადაწყვეტილებები
პროდუქტის პროექტირება
მობილური აპლიკაციები
მონაცემთა ვიზუალიზაცია
AR/VR აპლიკაციები
გადაწყვეტილებები მობილური მოწყობილობებისთვის
IoT-გადაწყვეტილებები

დიზაინ-აზროვნება, როგორც მიდგომა

დიზაინ-აზროვნება – ეს არის ჩვენი UX/UI გუნდის მუშაობის პრინციპი და მომხმარებლის შეცნობაზე ორიენტირებული მიდგომა, პრობლემების აღმოჩენის და კრეატიული გადაწყვეტილებების მონახვის მეთოდი, რომლებიც სცდება სიაშკარავის საზღვრებს.

პროდუქტის აუდიტორიის შესწავლა
აუდიტორიის პრობლემების განსაზღვრა
შესაძლო გადაწყვეტილებების გენერაცია
პროტოტიპირება
იდეის ტესტირება

ინდუსტრიული ექსპერტიზა

ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.

მრეწველობა

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ვაჭრობა

სოფლის მეურნეობა

მედია

ფიტნეს-ინდუსტრია

სარესტორნო ბიზნესი

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ