Salesforce-ზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების უპირატესობა მდგომარეობს ძირითადი პლატფორმის დახვეწასა და მორგებაში საკუთარი პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებით. ISsoft-ის სერთიფიცირებული Salesforce დეველოპერები მაღალ დონეზე ფლობენ Salesforce აპლიკაციების შექმნის ტექნოლოგიებსა და პროცესებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა ბიზნეს-დავალებების ავტომატიზაციაში, დაწყებული მარკეტინგიდან, დამთავრებული კლიენტების ტექნიკური მომსახურებით.
Salesforce პლატფორმისთვის აპლიკაციების შემუშავებით და სხვა სისტემებთან ინტეგრირებით, ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს შექმნან ეფექტური ბიზნეს გადაწყვეტილებები.
ISsoft-ის გუნდი იყენებს თავის მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნას სამომხმარებლო აპლიკაციების შემქნისთვის საჭირო Salesforce გადაწყვეტილებების შესაქმნელად. ჩვენი სპეციალისტები ხვეწენ ბიზნეს პროცესებს, ახდენენ მათ ავტომატიზაციას და არსებული გადაწყვეტილებების მიგრაციას Salesforce პლატფორმაზე. ჩვენ ვუწევთ პროფესიონალურ დახმარებას აპლიკაციების მომზადებაში Salesforce უსაფრთხოების შემოწმების გასავლელად და AppExchange-ზე გამოსაქვეყნებლად.
ჩვენ ვახდენთ Salesforce-ის სხვადასხვა გადაწყვეტილებების პერსონალიზაციას, ჩვენი კლიენტების ბიზნეს პროცესებზე მოსარგებად, მათ შორის:
Salesforce Classic-ისა და Lightning Framework-ის გამოყენებით, ჩვენს სპეციალისტებს შეუძლიათ სამომხმარებლო ინტერფეისის მორგება კლიენტებისა და ბიზნეს მოთხოვნილებების შესაბამისად.
ISsoft-ის Salesforce-ინჟინრები ეხმარებიან კლიენტებს მონაცემების გადატანაში მესამე მხარის სისტემებიდან Salesforce-ში ან Salesforce გარემოებს შორის. ჩვენ უზრუნველვყოფთ მზა ან ღრმად პერსონალიზირებადი გადაწყვეტილებების უსაფრთხო და სწრაფ მიგრაციას, როგორიცაა მიგრაცია MVC-დან front-end მოდელზე, მომხმარებლის მონაცემების დაკარგვისა და ბიზნესის მუშაობაში ხარვეზების გარეშე.
Salesforce-ის გამოყენების შემთხვევაში მნიშვნელოვანია იცოდეთ მისი მუშაობის პრინციპები. პროგრამული ლოგიკის დეკლარაციულ ლოგიკაში გადაყვანით ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს Salesforce-ის ადმინისტრირებაში, რაც კლიენტებისთვის სამუშაო პროცესებსა და ოპერაციებს ბევრად უფრო მოსახერხებელს ხდის.
ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს Salesforce-ის ინტეგრირებაში სხვა სისტემებთან, როგორიცაა ERP, e-commerce გადაწყვეტილება, ვებ-ანალიტიკა და სხვა. ჩვენი Salesforce დეველოპერები დახელოვნებულნი არიან მორგებადი ინტეგრაციული მოდულების შექმნასა და AppExchange-ის აპლიკაციების პერსონალიზაციაში, რაც უზრუნველყოფს ეფექტურ ინტეგრაციას კლიენტების ბიზნეს-მოთხოვნილებების შესაბამისად.
ISsoft-ის Salesforce დეველოპერებისა და ადმინისტრატორების გუნდი უზრუნველყოფს Salesforce პროგრამული უზრუნველყოფის უსაფრთხოებასა და ეფექტურობას კომპანიის კლიენტებისთვის. ჩვენ უზრუნველვყოფთ Salesforce აპლიკაციების სრულ მხარდაჭერასა და მომსახურებას, მათ შორის:
ჩვენი ინჟინერთა გუნდი აძლიერებს Salesforce-ის უსაფრთხოების მოდელს, რათა დაიცვას სისტემა შეღწევისგან და მონაცემთა მოპარვისგან. ჩვენ ვნერგავთ ინფორმაციული უსაფრთხოების სხვადასხვა ელემენტს კლიენტთა სისტემებში, რათა თავიდან ავიცილოთ არასანქცირებული წვდომა კონფიდენციალურ მონაცემებზე, როგორებიცაა ვერიფიკაცია, უსაფრთხოების ნებართვები, საერთო გამოყენების მოდელები, როლების იერარქია და ა.შ.
ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.