იმის მიუხედავად, თუ რა მიზნით მიმართავენ კლიენტები ISsoft-ს, მზა პროდუქტის ტესტირებისა თუ ახალი პროდუქტის შექმნისთვის, QA გუნდი ეხმარება, შეიმუშაოს ტესტირების სრული ციკლი და გააუმჯობესოს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხი.
ISsoft-ის QA ინჟინრები ეხმარებიან კლიენტებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან თავიანთი პროდუქტის ხარისხის კონტროლის მოწესრიგებული პროცესის შექმნით. ჩვენ ვატარებთ პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ობიექტურ შეფასებას, ოპერატიულად ვავლენთ ხარვეზებს და ვიმუშავებთ ბიზნეს-პროცესების ოპტიმიზირების სტრატეგიას SDLC-ის თითოეულ ეტაპზე მაღალი ხარისხის შესანარჩუნებლად.
QA-ანალიტიკოსების გამოყოფილი გუნდი აფასებს ჩვენი კლიენტების პროექტის მიმდინარე მდგომარეობას, განსაზღვრავს ხარისხს, სთავაზობს შესაძლო გადაწყვეტილებებს და მათი დამტკიცების შემდეგ მართავს და აკონტროლებს პროცესს პოტენციური პრობლემების თავიდან ასაცილებლად.
ჩვენ ვატარებთ ხარისხის აუდიტს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენი კლიენტები ხსნიან ხარისხის კონტროლის შიდა დეპარტამენტს, ამოწმებენ მესამე მხარის მომწოდებლის QA-მომსახურებას, აწყდებიან პროდუქტის ხარისხის დაქვეითებას, ვერ ეტევიან ვადებში ან, უბრალოდ, არ აქვთ გამოცდილება ხარისხის კონტროლის სფეროში.
ჩვენ ვატარებთ სრულ QA-აუდიტს, რომელიც, თავისმხრივ, მოიცავს QA-არქიტექტურის, QA-პროცესის, გუნდისა და QA-ინსტრუმენტების დეტალურ ანალიზს. აუდიტის შედეგების მიხედვით გამოცდილ QA-კონსულტანტთა გუნდი მოგაწვდით სრულ QA-ანგარიშს.
ISsoft-ის ფუნქციური ტესტირების გუნდი ზედმიწევნით ამოწმებს სისტემის ყველა კომპონენტს, ნახულობს, თუ რამდენად შეესაბამება იგი კლიენტის მოლოდინებსა და პროექტის სპეციფიკას. ჩვენ გთავაზობთ ყოვლისმომცველ ფუნქციონალური ტესტირების სერვისებს, რომლებიც მოიცავს მომხმარებლის ინტერფეისის, smoke და სისტემური ინტეგრაციის, მონაცემთა ვალიდირების, რეგრესიულ და სხვა ტიპის შემოწმებებს. პროექტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გთავაზობთ როგორც მექანიკურ, ასევე ავტომატიზირებულ ტესტირებას Agile მეთოდოლოგიის საფუძველზე.
ISsoft-ში პროგრამული უზრუნველყოფის ავტომატური ტესტირება ხშირად გამოიყენება გრძელვადიან და ფართომასშტაბიან პროექტებზე, რაც საშუალებას იძლევა შემცირდეს ხარჯები და გამუდმებით გაუმჯობესდეს პროდუქტის ხარისხი შექმნის პროცესში. DevOps-ის გუნდთან ერთად, ჩვენი გამოცდილი QA-არქიტექტორები აანალიზებენ პროდუქტის SDLC-ს, აფასებენ თუ რამდენად მიზანშეწონილია ტესტირების ავტომატიზება და ადგენენ რეკომენდაციებს ტესტირების აღნიშნული მეთოდის დანერგვის თაობაზე.
ISsoft-ის QA-გუნდი ახდენს დავალებების ფართო სპექტრის ტესტირების ავტომატიზირებას, მათ შორისაა: ქროს-ბრაუზერული და ქროს-პლათფორმული, სამომხმარებლო ინტერფეისის, API-ს და მონაცემთა ბაზების, ეფექტურობის, smoke, რეგრესიული და ვალიდირების ტესტირებები. ჩვენ ასევე ვახდენთ სატესტო სკრიპტების მიგრაციასა და სხვა დავალებებს ტესტირების ავტომატიზირებასთან დაკავშირებით.
კლიენტთა მონაცემების დაცვის უზრუნველყოფა კრიტიკული საკითხია ბიზნესის სფეროში, რადგან უსაფრთხოების მოშლამ შეიძლება გამოიწვიოს კლიენტის ნდობის დაკარგვა და იურიდიული შედეგები. ჩვენი QA-სპეციალისტები უსაფრთხოების სფეროში შეიმუშავებენ და ნერგავენ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების სტრატეგიას, რომელიც აკმაყოფილებს OWASP ASVS უსაფრთხოების მოთხოვნებს. ჩვენ გულდასმით ვამოწმებთ პროგრამულ უზრუნველყოფას ხარვეზების არსებობაზე და ვრწმუნდებით იმაში, რომ იგი შეესაბამება ავტორიზაციის, სეანსების მართვის, წვდომის კონტროლის, მავნე შეტევებისგან თავდაცვის, შეცდომების დამუშავების, მონაცემთა დაცვისა და სხვათა მოთხოვნებს.
ავტომატური და მექანიკური ტესტირების გამოყენებით, ISsoft-ის QA გუნდი ატარებს გამოყენებადობის აუდიტს და კომპლექსურ UX ტესტებს. ჩვენი ინჟინრები ქმნიან მრავალმხრივ სცენარს გამოყენებადობის ტესტირებისთვის, რათა შეამოწმონ, შეესაბამება თუ არა აპლიკაციის ფუნქციონირება მობილური და ვებ-აპლიკაციების სტანდარტებს. ჩვენ ასევე ვამოწმებთ პროგრამული უზრუნველყოფის მუშაობის ეფექტურობას, რაც მოიცავს: მენიუს გრაფების, დიალოგის ფანჯრების, ცხრილების, სიების, ღილაკების და აპლიკაციის სხვა ელემენტების ტესტირებას. ტესტირების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით ჩვენი გამოცდილი QA სპეციალისტები ამოწმებენ გადაწყვეტილებების მრავალ ასპექტს, როგორებიცაა ნავიგაცია და სტრუქტურა, სამუშაო პროცესები და სცენარები, კონტენტზე ხელმისაწვდომობა და სხვა.
ISsoft-ის QA-სპეციალისტებს აქვთ დიდი ცოდნა და ვირტუალური და ფიზიკური მოწყობილობების ფართო ბაზა, თავსებადობის სრული ციკლის ტესტირებისთვის. ჩვენ ვამოწმებთ პროგრამული უზრუნვეყოფის თავსებადობას ოპერაციული სისტემების ფართო სპექტრთან, სხვადასხვა ბრაუზერებთან, ეკრანის გაფართოებასთან, მონაცემთა ბაზებთან, კონფიგურაციებთან, სერვერებთან და ინტერნეტის სხვადასხვა სიჩქარეებთანაც კი.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მასშტაბური გადაწყვეტილებების შექმნაში, რომლებიც ხელმისაწვდომია ნებისმიერი ტიპის მომხმარებლისთვის, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანებისთვის. ჩვენი სპეციალისტები ამოწმებენ, თუ რამდენად შეესაბამება აპლიკაცია ხელმისაწვდომობის სტანდარტებს, როგორიცაა Web Content Accessibility Guidelines (WCAG). ISsoft-ის გუნდი მოქმედებს კლიენტზე ორიენტირებული მიდგომით, რათა დარწმუნდეს, რომ თითოეული მომხმარებელი შეძლებს მარტივად მიიღოს წვდომა ვებ-საიტებზე ან მობილურ აპლიკაციებზე. ჩვენ ვცდილობთ, გავზარდოთ თითოეული პროდუქტის ხელმისაწვდომობა.
ISsoft-ის ხარისხის კონტროლის გუნდი ამოწმებს ეფექტურობას პროექტის შექმნის ადრეულ სტადიებზე. ტესტირებისას ჩვენ ორიენტირებულნი ვართ შემდეგ საკვანძო საკითხებზე: სიჩქარე, პასუხის დრო, საიმედოობა, რესურსების გამოყენება და მასშტაბირება. ჩვენი ეფექტურობის ტესტირების მომსახურებები მოიცავს დატვირთვის, მოცულობის, სტაბილურობის, საიმედოობის და მასშტაბირების შემოწმებას.
ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.