მობილური დეველოპმენტი

ჩვენ ვქმნით მობილურ გადაწყვეტილებებს ბიზნესისთვის

ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით მათი ბიზნესის გადატვირთვის გარეშე. ჩვენ ვქმნით და შეგვაქვს სიახლეები მობილური აპლიკაციების საშუალებით, ბიზნეს-პროცესების შედეგების გასაუმჯობესებლად.

ნატიური დეველოპმენტი iOS-სთვის

ნატიური აპლიკაციები შესანიშნავი არჩევანია, როდესაც საჭიროა უმაღლესი ეფექტურობა და უნაკლო UX. მრავალწლიანი გამოცდილებისა და ექსპერტიზის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მობილური აპლიკაციების ფართო სპექტრი Apple-ის პროდუქტებისთვის, მათ შორის მობილური მოწყობილობებისთვის, სმარტ ტელევიზორებისთვის და სხვა. Apple’s Human Interface Guidelines-ის პრინციპების მკაცრი დაცვით, ჩვენი დეველოპერები ქმნიან მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც გამოიყენება კომპლექსური პრობლემების გადაჭრაში, როგორებიცაა ბატარეის დანახარჯი და ქსელის მუშაობის სიჩქარე.

მობილური აპლიკაციების შემუშავება Xamarin-ზე

როგორც Microsoft Partner, ჩვენ ვეხმარებით ჩვენს კლიენტებს ისარგებლონ Microsoft-ის მობილური განვითარების მძლავრი ინსტრუმენტებით. Xamarin-ზე მობილური აპლიკაციის შემუშავება არაჩვეულებრივი არჩევანია, როდესაც საჭიროა ერთი აპლიკაციის შექმნა როგორც Android-ის, ასევე iOS-სთვის.

ჩვენ ვიყენებთ .NET-ს და C#-ს, რათა შევიმუშავოთ ეფექტური, მაღალი ხარისხის კროს-პლატფორმული აპლიკაციები უმოკლეს დროში მინიმალური დანახარჯებით. SDK-ზე მუშაობის გამოცდილებით, მათ შორის SDK Android-ის, iOS-ის, watchOS-ის და tvOS-ისთვის, ISsoft-ის მობილური განვითარების გუნდი ქმნის აპლიკაციებს, რომლებსაც შეუძლიათ ეფექტურად გამოიყენონ ნებისმიერი პლატფორმის API.

პროგრესული ვებ-აპლიკაციების შემუშავება

ISsoft-ის გუნდი ქმნის პროგრესულ ვებ აპლიკაციებს (PWA), რომლებიც აერთიანებს მაღალი დონის ტექნიკურ ფუნქციებს და გამოიყენება ნატიურ მობილურ და ვებ-განვითარებაში. ახასიათებს რა ნატიურთან ახლოს მდგომი ნავიგაცია და მომხმარებელთან ურთიერთობის პრინციპები, PWA იდეალური ვარიანტია მულტიპლატფორმული აპლიკაციების შესაქმნელად, რომლებსაც ექნებათ ნატიური აპლიკაციების ფუნქციები. ჩვენი კლიენტების მოთხოვნილებებიდან გამომდინარე, ჩვენ ვმქნით საიმედო PWA-ს მაღალი ეფექტურობით და ადაპტირებული ინტერფეისით.

ნატიური შემუშავება Android-ისთვის

კომერციული მობილური აპლიკაციები ავსებს კომპანიის სტრატეგიას მრავალპლატფორმული კორპორატიული IT ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. Android პლატფორმის გამოშვების დღიდან, ჩვენ შევიმუშავეთ მრავალი აპლიკაცია Android-ისთვის, მულტიმედიური აპლიკაციებიდან დაწყებული რთული enterprise-აპლიკაციებით დამთვრებული. მობილურის განვითარების სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების წყალობით, ჩვენ შეგვიძლია პროდუქტის ბაზარზე გამოტანა უმოკლეს დროში, მისი უზრუნველყოფა უსაფრთხოების მაღალი დონით და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ინტერფეისის შექმნა.

ჰიბრიდული მობილური აპლიკაციების შემუშავება

ჰიბრიდული მობილური აპლიკაციები იდეალური არჩევანია, თუ ისინი მიმართულია ფართო აუდიტორიისკენ, რომელიც იყენებს პროდუქტს მობილურ და ვებ-პლატფორმებზე. ვებ-ტექნოლოგიების გამოყენების წყალობით, ჰიბრიდული მობილური აპლიკაციების ტექნიკური მომსახურება ბევრად უფრო მარტივია, ხოლო ნატიური API-ების გამოყენება საშუალებას იძლევა მოვახდინოთ მოწყობილობის ოპტიმიზება და გავაფართოვოთ მისი ფუნქციონირება, მაგალითად დავნერგოთ GPS მონიტორინგის სისტემა ან სხვა ფუნქციები.

ჩვენ ვქმნით სწრაფ, მასშტაბირებად ჰიბრიდულ მობილურ აპლიკაციებს, რომლებიც საშუალებას აძლევენ ჩვენს კლიენტებს დაზოგონ დრო და შეამცირონ ხარჯები მობილური აპლიკაციების შემუშავების, ტესტირებისა და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ ვნერგავთ ინოვაციებს ბიზნესის ეფექტურობის გასაზრდელად.

უახლესი ტექნოლოგიური ტენდენციებისა და ინოვაციების გათვალისწინებით, ჩვენ გთავაზობთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც დაფუძნებულია პერსპექტივაზე ორიენტირებულ მიდგომაზე. მობილურ აპლიკაციებში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა განაპირობებს ჩვენი კლიენტების ბიზნესის ოპტიმიზაციის შეუზღუდავ შესაძლებლობებს.

დამატებითი რეალობა

IoT გადაწყვეტილება

მობილური მოწყობილობები

გეოლოკაცია

ბიომეტრიული ავტორიზაცია

კომპიუტერული სწავლება

მობილური აპლიკაციები თქვენი ბიზნესისთვის

ISsoft ქმნის სამომხმარებლო მობილური გადაწყვეტილებების ფართო სპექტრს B2B, B2C და B2E სისტემებისთვის. მაღალი ხარისხის კოსტუმიზირებადი მობილური გადაწყვეტილებების მიწოდებით ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს განახორციელონ თავიანთი ბიზნეს-იდეები.

Enterprise გადაწყვეტილება
სამედიცინო აპლიკაციები
აპლიკაციები სპორტისა და ფიტნესისთვის
მულტიმედიური აპლიკაციები
რითეილ და E-Commerce გადაწყვეტილებები
IOT და მობილური მოწყობილობები
E-learning აპლიკაციები
აპლიკაციები მოგზაურობისთვის
სანავიგაციო აპლიკაციები

ინდუსტრიული ექსპერტიზა

ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.

მრეწველობა

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ვაჭრობა

სოფლის მეურნეობა

მედია

ფიტნეს-ინდუსტრია

სარესტორნო ბიზნესი

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ