დიდი ხანია Issoft ახდენს პროექტთა ფართო სპექტრის რეალიზებას, რომლებიც დაკავშირებულია დიდ მონაცემებთან.
ჩვენ ვეხმარებით კლიენტებს მონაცემთა უსაფრთხო და საიმედო შენახვაში, სწრაფ და ზუსტ დამუშავებაში, გამჭვირვალე და დროულ ანალიტიკასა და მონაცემთა ვიზუალიზაციაში.
ჩვენი Data Engineers გარდაქმნიან არაკონსტრუირებად ქრონოლოგიურ მონაცემებს ეფექტურ შენახვის სისტემაში სხვადასხვა წყაროებიდან განსხვავებულ ფორმატებში, რათა გამარტივდეს ანალიტიკა და ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ინდუსტრიული ექსპერტიზა და მონაცემთა ბაზის ტექნოლოგიის ცოდნა, ასევე მუშაობის გამოცდილება მონაცემთა შენახვის სფეროში გვაძლევს საშუალებას, შევქმნათ კლიენტთათვის ხარისხიანი გადაწყვეტილებები მონაცემთა მართვისა და ანალიზის გასამარტივებლად. ჩვენ ვუთანხმებთ საკუთარ გამოცდილებასა და საუკეთესო დამუშავების მეთოდს-ETL, კორპორატიულ მონაცემთა კონსოლიდაციისთვისა და შეუთავსებლობების აღმოფხვრისთვის, რითაც ვაწვდით ზუსტ და აქტუალურ მონაცემთა ვერსიას.
ჩვენი Data Engineers და Data Analysts შეისწავლიან ბიზნეს-კლიენტებს, რათა შექმნან ანალიტიკურ სისტემაში მონაცემთა ინტეგრაციის ინდივიდუალური სტრატეგიები. ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილება, რომელიც გამყარებულია თანამედროვე ტექნოლოგიებით, გვაძლევს საშუალებას, წარმოვადგინოთ მომსახურებათა ფართო სპექტრი მონაცემთა ინტეგრაციის სფეროში. თუ გჭირდებათ რამდენიმე მონაცემთა წყაროს დაკავშირება, დიდი მოცულობის მონაცემთა დამუშავება ან მათი გადატანა ახალ ტექნოლოგიურ საცავში, ჩვენ მოგაწვდით მონაცემთა ინტეგრაციის მაღალხარისხიან მომსახურებას უმოკლეს დროსა და მისაღებ ფასში.
მონაცემთა ვიზუალიზაცია წარმოადგენს ანალიტიკის განუყოფელ ნაწილს ბიზნესის ნებისმიერ სფეროში. ინტეგრირებული გრაფიკები და დიაგრამები გარდაქმნიან თქვენს მონაცემებს მმართველობითი გადაწყვეტილებების მიღების ფუნდამენტად. ჩვენი ექსპერტები ახდენენ ანგარიშგებების მიმდინარე სტრუქტურების ანალიზებას და სთავაზობენ დახვეწის შესაძლო მეთოდებს ან ნულიდან ქმნიან მონაცემთა ვიზუალიზაციის ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, გამომდინარე კლიენტის მოთხოვნილებებიდან. ჩვენ ვაერთიანებთ საუკეთესო ტექნოლოგიურ მეთოდებსა და ექსპერტთა ცოდნას, რათა შევიმუშაოთ მოქნილი გადაწყვეტილებები.
19 წელზე მეტია ISsoft გთავაზობთ მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფისა და მენეჯმენტის მომსახურებებს, რათა დაიცვას კლიენტის ბიზნესი მონაცემთა დაბალი ხარისხით გამოწვეული უარყოფითი შედეგებისგან. ჩვენ მოვიცავთ მონაცემთა ხარისხის მართვის პროცესების ფართო სპექტრს, მათ შორის სხვადასხვა ტიპის მონაცემთა ვერიფიკაციას, დედუპლიკაციას, გასუფთავებასა და მიგრაციას, რაც მოიცავს ERP-ს, CRM-ს, ინდუსტრიულ მონაცემებს, კონკრეტული დეპარტამენტის მონაცემებსა და სხვა.
ტექნოლოგიების მაღალ დონეზე ცოდნა ISsoft-ის ინჟინრებს აძლევს შესაძლებლობას, ხარისხიანი მომსახურება გაუწიონ კლიენტებს მონაცემთა ბაზების შემუშავებასა და მხარდაჭრაში. ჩვენი პროფესიონალური მომსახურებები მოიცავს მონაცემთა ბაზების პროექტირებასა და არქიტექტურას, შემუშავებას, მოდერნიზაციასა და მხარდაჭერას. მონაცემთა ბაზების შემუშავების ხარისხის გაუმჯობესებით, ჩვენი სპეციალიზირებული გუნდები ზრდიან კლიენტთა ბიზნესის ეფექტურობას.
მონაცემთა ანალიზი და შემუშავების მეთოდოლოგია წარმოადგენს მნიშვნელოვან აქტივებს როგორც სტარტაპების, ასევე მსხვილი ორგანიზაციებისთვის. Data Science-ს და AI ტექნოლოგიების შეთავსებით, მათ შორის კომპიუტერული ხედვა, ხელოვნური ენის დამუშავება ან ანალიტიკის პრედიქცია, ჩვენ ვქმნით ეფექტური ბიზნეს-გადაწყვეტილებების მიღების საფუძველს. ISsoft-ში ჩვენ ვიყენებთ სხვადასხვა მეთოდოლოგიებსა და ტექნოლოგიებს Data Science-ს სფეროში, რაც ეხმარება კლიენტებს მუშაობის ეფექტურობის გაზრდაში, სამომხმარებლო გამოცდილების პერსონალიზირებასა და მომხმარებელთა ქმედებების პროგნოზირებაში.
19 წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.