ამბიციური სტარტაპებისთვისა და მსხვილი კორპორაციებისთვის მასშტაბური IT-გადაწყვეტილებების მისაღებად ჩვენ ვაერთიანებთ პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების გამოცდილებასა და ინდუსტრიის ექპერტულ ცოდნას.
ISsoft-ს აქვს პროგრამული უზრუნველყოფის მომსახურების მიწოდების დიდი გამოცდილება დამკვეთებისთვის, რომლებსაც არ გააჩნიათ პროექტის რეალიზაციისთვის საკმარისი რესურსი. პროფესიონალთა მრავალრიცხოვანი გუნდის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია მარტივად მოვახდინოთ, როგორც ახალი სპეციალისტების ინტეგრაცია პროექტის გუნდებში, ისე, დამკვეთის მოთხოვნიდან გამომდინარე, შეგვიძლია, სრულიად ჩვენს თავზე ავიღოთ ყველა ტექნოლოგიური ფუნქცია.
ISsoft-ის სპეციალისტები ქმნიან სანდო და მასშტაბურ პროგრამულ უზრუნველყოფებს, რომლებიც ეხმარება კლიენტებს ბიზნეს-პროექტების ავტომატიზირებაში. ჩვენ ვქმით enterprise-აპლიკაციას, რომელიც მოიცავს როგორც პროგრამულ ინსტრუმენტებს მონაცემების შენახვისთვისა და დოკუმენტების დამუშავებისთვის, ასევე ბიზნეს-გადაწყვეტილებებს, რომელებიც ინდივიდუალურია თითოეული ორგანიზაციისთვის. ISsoft ასევე აინტეგრირებს პროგრამულ უზრუნველყოფას CRM-თან, ERP-თან და სხვა სისტემებთან.
მესამე მხარის მიერ მოწოდებული პროდუქტების პერსონალიზაციისას ISsoft-ის დეველოპერთა გუნდი ეხმარება დამკვეთს დაზოგოს დრო და თანხა მასშტაბური IT-გადაწყვეტილებების მიღებაში. ISsoft-ის სპეციალისტები ადაპტირებენ კლიენტის მიერ არჩეულ პროდუქტს კონკრეტული ბიზნეს-დავალებებისა და მოთხოვნების შესაბამისად. 19 წელზე მეტია ჩვენ წარმატებით ვახდენთ სხვადასხვა პლატფორმებისა და პროდუქტების პერსონალიზაციას, მათ შორის MS Dynamics, SharePoint, Salesforce და მრავლ სხვას.
ISsoft-ის გუნდი გთავაზობთ მომსახურებებს მოძველებული პროგრამული უზრუნვეყყოფის განახლებისთვისა და მიგრაციისთვის. ჩვენ ვახდენთ მოძველებული კოდების განახლებას, მონაცემების ქლაუდზე გადატანასა და პროგრამული უზრუნველყოფის მოდერნიზაციას აქტუალურ ტექნოლოგიურ დონემდე, რითაც ვეხმარებით კლიენტებს, მოახდინონ თავისი ბიზნესის IT-გარემოს ადაპტირება თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად.
ISsoft-ის დეველოპერთა გუნდი პროექტის მოთხოვნილებების შესაბამისად იყენებს სხვადასხვა პროგრამირების ენებს, ფრეიმვორქებს, ბიბლიოთეკებსა და სხვა ინსტრუმენტებს. არ ჩამოვრჩებით რა ტექნოლოგიურ ევოლუციას, ჩვენ ვხსნით საკუთარ R&D ლაბორატორიებს ახალი ტექნოლოგიების შექმნისთვისა და ჩვენი კლიენტების პროექტებში ინოვაციების ჩანერგვისთვის.
ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.