ქლაუდ გადაწყვეტილებები და DevOps

DevOps, როგორც მომსახურება

ISsoft-ში DevOps მომსახურებები ინტეგრირებულია პროგრამული უზრუნველყოფის შექმნასთან, პროდუქტის სრული სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში.

DevOps გუნდის გამოცდილებისა და ექსპერტიზის წყალობით, ჩვენ ვახდენთ პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებასა და ტესტირების ავტომატიზებას რითაც მნიშვნელოვნად ვამცირებთ ხარჯებს და საგრძნობლად ვზრდით ხარისხს.

ქლაუდ ინფრასტრუქტურის მართვა

ISsoft-ის გუნდი ეხმარება კლიენტებს ქლაუდ სისტემების პროექტირებასა და შექმნაში, მათ შორის პროდუქტის გამოშვების პროცესებისა და კონფიგურაციის მართვის მეთოდების ადაპტაციაში, რაც აუცილებელია ქლაუდ გარემოში მორგებისთვის. ISsoft DevOps-ის ინჟინრები აფასებენ ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას და აანალიზებენ მის ეფექტურობას. ჩვენი სპეციალისტები ასევე ადგენენ რეკომენდაციებს სისტემის პროექტირების გასაუმჯობესებლად და ძირითადი პრობლემების აღმოსაფხვრელად.

DevOps ინჟინრების სამუშაო არ მთავრდება ინფრასტრუქტურის ქლაუდზე გადატანის ეტაპზე. ქლაუდ ინფრასტრუქტურის მენეჯმენტი ISsoft-ში ასევე მოიცავს სარეზერვო ასლების ტესტირებას აღდგენისთვის და აღდგენის პროცესების მონიტორინგს.

ჩვენს ინჟინერთა გუნდს შეუძლია იმოქმედოს როგორც ტექნიკური მხარდაჭერის პირველი ხაზი სისტემის მუშაობის პრობლემების გადასაჭრელად და შეატყობინოს დეველოპერების ჯგუფს აპლიკაციის დეფექტების შესახებ. ჩვენ შეგვიძლია, მოვახდინოთ ინტეგრაცია მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდთან ან ნულიდან დავეხმაროთ ტექნიკური მხარდაჭერის პროცესში.

Infrastructure as Code

ჩვენი ექსპერტული ცოდნა და ტექნოლოგიების ნაკრები საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ Infrastructure as Code მოდელი პროექტის რეალიზაციის პროცესში, რათა დავეხმაროთ კლიენტებს მდგრადი ინფრასტრუქტურის შექმნაში. გარემოს მექანიკური კონფიგურაციის ნაცვლად, ჩვენი ინჟინრები ავტომატიზირებენ სტანდარტულ ადმინისტრაციულ ამოცანებს, აუმჯობესებენ სისტემის ეფექტურობას და უზრუნველყოფენ ცვლილებების უსაფრთხო მართვას და მასშტაბირებად ვირტუალურ ინფრასტრუქტურას.

მონიტორინგი და შეტყობინება

ჩვენ ვთვლით, რომ სისტემის წარმატებული მუშაობის საწინდარი არის ხარვეზებოს ადრეულ ეტაპზე გამოვლენა, რათა თავიდან იქნას აცილებული შესაძლო პრობლემები მომავალში. ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვაკვირდებით თითოეულ პროცესს, რათა დროულად მივიღოთ საჭირო ზომები, სანამ პოტენციური პრობლემა იქცევა რეალურად. ჩვენი DevOps ინჟინრები ნერგავენ სისტემის ავტომატური მონიტორინგისა და შეტყობინების კომპონენტებს. ჩვენ ვაანალიზებთ შეგროვებულ ინფორმაციას და არა მხოლოდ ვატყობინებთ კლიენტს პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში, არამედ ვიკვლევთ მათ პირვანდელ მიზეზებს, ვაწვდით დეტალურ ანგარიშებს და რეკომენდაციებს მათი აღმოფხვრის შესახებ.

Continuous Integration and Deployment

ISsoft-ის DevOps ინჟინრები შეიმუშავებენ და ახორციელებენ უწყვეტი ინტეგრაციის (CI) და უწყვეტი განლაგების (CD) სტრატეგიებს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპინგის პროექტებისთვის. ჩვენი ინჟინრები იყენებენ საჭირო ინსტრუმენტებსა და ტექნოლოგიებს განვითარების, ინტეგრაციისა და ტესტირების უკვე არსებული პროცესების გასაუმჯობესებლად და ავტომატიზაციისთვის.

Configuration as Code

ISsoft-ის DevOps ინჟინერთა გუნდი ქმნის მასშტაბირებად და საიმედო IT გარემოს პროგრამული უზრუნველყოფისთვის. Configuration as Code მოდელის გამოყენებით, ჩვენ ვცვლით სისტემის კომპონენტების მექანიკური კონფიგურაციისა და განახლების მეთოდს ავტომატურით, რითაც ვუზრუნველყოფთ პროექტის სწრაფ და საიმედო განხორციელებას კლიენტისთვის მინიმალური დანახარჯებით.

IT ინფრასტრუქტურის აუდიტი

IT ინფრასტრუქტურის მიგრაცია ქლაუდზე ჩვეულებრივ ხორციელდება ხარჯების შემცირებისა და მუშაობის გაუმჯობესების მიზნით. თუმცა, დროთა განმავლობაში ქლაუდ-ინფრასტრუქტურა ფართოვდება და დამატებით ხარჯებს საჭიროებს. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია IT ინფრასტრუქტურის დამოუკიდებელი დეტალური ანალიზით, რომელიც მოიცავს აღმოჩენილი ან პოტენციური შეცდომების ანალიზს, ასევე რეკომენდებულ მეთოდებს მათი გამოსწორებისა და განახლების შესახებ.

ჩვენი ქლაუდ ინფრასტრუქტურის აუდიტის მომსახურება მიზნად ისახავს ხარჯების შემცირებასა და თქვენი IT ინფრასტრუქტურის ოპტიმიზაციას. ISsoft-ის ექსპერტები ატარებენ კლიენტის ბიზნესის IT პროცესების სიღრმისეულ აუდიტს, რათა გამოავლინონ სუსტი მხარეები, არასრულად გამოყენებული აქტივები და შეადგინონ რეკომენდაციები რესურსების გადანაწილების გასაუმჯობესებლად, საერთო ხარჯების შემცირებისთვის.

ტექნოლოგიების ნაკრები

პლატფორმები

CI/CD

Infrastructure as code

Configuration as code

მონიტორინგი და შეტყობინება

ინდუსტრიული ექსპერტიზა

ბევრი წელია, ISsoft ეხმარება კლიენტებს სხვადასხვა ინდუსტრიებიდან შექმნან პროდუქტები პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავების დროისა და ხარჯების შემცირებით.

მრეწველობა

ჯანდაცვა

საინფორმაციო ტექნოლოგიები

ფინანსები

ვაჭრობა

სოფლის მეურნეობა

მედია

ფიტნეს-ინდუსტრია

სარესტორნო ბიზნესი

მოგვწერეთ!
ჩვენ აუცილებლად გიპასუხებთ