არსებობს თუ არა პროგრამირების კურსები, სადაც შეიძლება მოხვდე საბაზისო ცოდნით, შეისწავლო ტექნოლოგიები, ისწავლო უფასოდ და მიიღო პრაქტიკული გამოცდილება. დიახ, ISsoft-ის პროგრამირების სკოლა არის ის, რაც თქვენ გჭირდებათ.
პროგრამირების სკოლაში ჩვენ ვიწვევთ 3-4-ე კურსის სტუდენტებსა და ტექნოლოგიური სპეციალობების კურსდამთავრებულებს საქართველოს ნებისმიერი ქალაქიდან შემდეგი სპეციალობების სასწავლებლად: Java, Front End, .NET და Big Data. ჩვენი ტრენინგები აერთიანებენ თეორიულ მომზადებასა და პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც გამოგადგებათ რეალურ პროექტებში. თუ თქვენ მზად ხართ, სამი თვის განმავლობაში მიიღოთ ცოდნა, გაუმკლავდეთ დავალებებს და გააუმჯობესოთ კოდის ხარისხი, მაშინ შეძლებთ არამხოლოდ გაზარდოთ თქვენი პროფესიული დონე, არამედ სწრაფად დაიმკვიდროთ თავი ISsoft-ში ან სხვა IT კომპანიაში.
ISsoft-ის პროგრამირების სკოლაში მიღება ხდება მუდმივად. კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენ მიერ არჩეულ ტექნოლოგიაზე. სწავლება უფასოა, თუმცა ტრენინგზე მოსახვედრად საჭიროა, წარმატებით გაიაროთ ტესტირება.
პროგრამირების სკოლის საუკეთესო კურსდამთავრებულები მიიღებენ ISsoft-ში მუშაობის შემოთავაზებას.
ტესტირება, ლექციები, საშინაო დავალებების შემოწმება – მთელი კურსი მიმდინარეობს ონლაინ ფორმატში. თუ თქვენ არ გაქვთ შესაძლებლობა, დაესწროთ ლექციას ონლაინ, შეგიძლიათ, მოუსმინოთ ჩანაწერს თქვენთვის მოსახერხებელ დროს. პედაგოგები სიამოვნებით პასუხობენ სწავლების პროცესში დასმულ ყველა შეკითხვას. ასევე, კურსის განმავლობაში იმართება მეცადინეობები ISsoft-ის სპეციალისტებთან, რომლებიც სტუდენტებს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებებს.
კურსის ხანგრძლივობა დამოკიდებულია არჩეულ ტექნოლოგიაზე. საშუალოდ კურსი გრძელდება 2.5-3.5 თვე კვირაში ორჯერ. მეცადინეობა გრძელდება საათნახევარი. ჯგუფში გაერთიანებულია 20-30 ადამიანი.
თქვენ გამოგადგებათ დისკრეტული მათემატიკის, ოოპ-ს, ალგორითმიზაციის, ლოგიკისა და რიცხვითი სისტემების საფუძვლების ცოდნა. პლიუსად ჩაითვლება ინგლისური ენის ფლობა B1-B2 დონეზე. სხვა აუცილებელი ცოდნა დამოკიდებულია არჩეულ მიმართულებაზე.
როგორც წესი, კურსდამთავრებულთა 50% იღებს შემოთავაზებას გაიაროს გასაუბრება ISsoft-ში დეველოპერის პოზიციაზე. პოტენციურ კანდიდატებს არჩევენ სწავლების და საბოლოო ტესტირების შედეგებზე დაყრდნობით.
იმისათვის, რომ მოხვდეთ კურსზე, საჭიროა, გაიაროთ ტესტირება ინფორმატიკის, პროგრამირების, ლოგიკის საფუძვლების შესახებ, ასევე უპასუხოთ რამდენიმე კითხვას არჩეულ მიმართულებასთან დაკავშირებით. ტესტირებაზე, ასევე, შეგვხვდებათ დავალებები კოდის დაწერაზე. ტესტი საშუალოდ მოიცავს 20-30 კითხვას, რომელთა საპასუხოდ საჭიროა 40-90 წუთი.
ISsoft-ში ყველა ტრენინგი უფასოა.
პროგრამირების სკოლაში ჩვენ გვაქვს Front End მიმართულება მათთვის, ვისაც სურს, შეიმუშაოს ვებ-აპლიკაცია თანამედროვე ფრეიმვორკების საფუძველზე, შექმნას რთული სამომხმარებლო ინტერფეისი და ადაპტირებული დიზაინი.
მეცადინეობებზე თქვენ:
იმისთვის, რომ კომფორტულად დაეუფლოთ ცოდნას და შეძლოთ, გაიაროთ ტესტირება, თქვენ დაგჭირდებათ პროგრამირების, ალგორითმიზაციის, HTML-ის, CSS-ის და JavaScript-ის საფუძვლების ცოდნა. ჩვენი ვებ-პროგრამირების კუსების გავლის შემდეგ თქვენ მიიღებთ IT-კომპანიებში დასაქმების საშუალებას.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროგრამირების ენა მოგცემთ ახალი პრეფოსიის აღმოჩენის საშუალებას. Java-ს სწავლების კურსი:
კურსის დამთავრების შემდეგ ტრენერი აგზავნის სტუდენტებთან წერილებს, სადაც აღწერს შემდგომი თვითგანვითარების გეგმას, რათა სტაჟიორებმა შეძლონ ცოდნის გაღრმავება და მუშაობის მარტივად დაწყება “ჯუნიორებად”. რა თქმა უნდა, საუკეთესო სტაჟიორები მიიღებენ ISsoft-ში გასაუბრების მოწვევას.
იმისათვის, რომ მოხვდეთ Java-ს სწავლების უფასო კურსზე და გქონდეთ დასაქმების პერსპექტივა, თქვენ დაგჭირდებათ SQL და მონაცემთა ბაზების საფუძვლების ცოდნა.
ISsoft-ის პროგრამირების სკოლაში Big data კურსზე თქვენ შეისწავლით ანალიტიკასთან და დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობას, ამასთანავე გაიგებთ:
ტრენერებისა და ექსპერტების გარდა, ლექციებს ჩაატარებს პროგრამის კურსდამთავრებული, რომელმაც გაიარა ტრენინგი და უკვე მუშაობს ISsoft-ში.
იმისათვის, რომ მოხვდეთ კურსებზე, საჭიროა Linux-ის საბაზისო ცოდნა, მონაცემთა ბაზების და SQL ენის ფლობა, Python ან Java-ში პროგრამირების უნარი.
.NET კურსის მისაღები ტესტი იქნება მარტივი მათთვის, ვინც იცის ოოპ, ალგორითმიზაციის საფუძვლები და პროგრამის შექმნის ძირითადი პრინციპები.
სწავლება მოგცემთ საშუალებას:
სტაჟიორებს მოუწევთ საშინაო დავალებების შესრულება: მოცემული პირობებით პროგრამების წერა. დავალების სირთულე საშუალოა, როგორც წესი, მის შესასრულებლად სტაჟიორებს ეძლევათ ერთი კვირა, რაც საკმარისია დავალებასთან გასამკლავებლად. თითოეულ დავალებას ამოწმებს კურსის ტრენერი ალექსეი ვოლოსევიჩი. გარდა ამისა, ის აფასებს სტუდენტის მიერ დაწერილი კოდის ხარისხს, უზიარებს საკუთარ ვარიანტს, დავალების შესრულების მეთოდებს, რომელთა გათვალისწინებით, სტუდენტებს შეუძლიათ, ისწავლონ გამართული კოდის წერა.